პოლონეთის რესპუბლიკის სენატი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სენატის შენობა ვარშავაში

სენატი (პოლ. Senat) პოლონეთის პარლამენტის ზედა პალატა. ირჩევა საყოველთაო არჩევნებით და მას ხელმძღვანელობს სენატის მარშალი (პოლ. Marszałek Senatu).

ისტორია[რედაქტირება]

სენატის ისტორია დაახლოებით 500 წლის წინ სამეფო მრჩევლებიდან იღებს სათავეს. თავადაზნაურობის დემოკრატიის პერიოდში სენატი უფრო საიდუმლო საბჭო იყო ვიდრე სეიმის ზედა პალატა, რომელიც შედგებოდა სამეფო კაბინეტისა, სამეფო სასამართლოს წევრებისგან, ვოივოდებისგან (პოლ. voyevoda) და პრეფექტებისაგან. სენატის წევრებს მეფე და კათოლიკე ეპისკოპოსი ნიშნავდა.

პოლონეთის მეორე რესპუბლიკის პერიოდში, სენატორები ირჩეოდა საყოველთაო არჩევნებით. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შექმნილ პოლონეთის სახალხო რესპუბლიკაში კომუნისტური რეჟიმის მიერ ჩატარებული 1946 წლის რეფერენდუმის საფუძველზე სენატი გაუქმდა. სენატი მხოლოდ 1989 წელს კომუნისტებსა და სოლიდარობას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე აღდგა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]