პოლონეთის პრუსიული ანექსია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პრუსიის ზრდა. ყვითლად მონიშნულია პოლონეთის დანაწევრებით მიღებული ტეიტორიები
პრუსიის სამეფო (1871–1918)

პრუსიის ნაწილი აღნიშნავს პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის ყოფილ ტერიტორიებს რომლის ანექსიაც მოახდინა პრუსიამ პოლონეთის დანაწილების შემდეგ, (1772-1795 წლებში).

ისტორია[რედაქტირება]

პრუსიის სამეფომ (XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ცნობილი როგორც გერმანიის იმპერია) პოლონეთის სამივე დანაწილლების დროს მოახდინა მისი ტერიტორიების ანექსია, ამასთან ის ამ პროცესების მთავარი ინიციატორი იყო.

პრუსიის ნაწილის მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებია:

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

პრუსიამ პოლონეთის ანექსირებული ტერიტორიები შემდეგნაირად:

პირველი დანაწევრების დროს პრუსიამ მიიღო 36,000 კმ² და დაახლოებით 600,000 ადამიანი. მეორე დაყოფის დროს - 58,000 კმ² და 1 მილიონი მოსახლე. მესამე დაყოფისას - 55,000 კმ² და 1 მილიონი ადამიანი. ჯამში პრუსიას ყოფილი თანამეგობრობის მიწების დაახლოებით 20% (149 000 კმ²) და მოსახლეობის 23% (2.6 მილიონი ადამიანი) ერგო.[1] გეოგრაფიული თვალსაზრისით პრუსიის მიერ ანექსირებული ტერიტორია შეადგენდა პროვინციას: დიდი პოლონეთი (პოლ. Wielkopolska).

დროთა განმავლობაში ადმინისტრაციული დაყოფა იცვლებოდა. პრუსიის დიდი ადმინისტრაციული ერთულები რომლებიც პოლონეთის ტერიტორიებს შეიცავდნენ იყო:

საზოგადოება[რედაქტირება]

პრუსიულ ნაწილში მცხოვრები პოლონელები განიცდიდნენ ძლიერ გერმანიზაციას. (გერმ.Kulturkampf).[2] თუმცა ამ პოლიტიკას გერმანელი ლიდერებისთვის მოსალოდნელი ეფექტის საპირისპირო შედეგი ჰქონდა: ასიმილაციის ნაცვლად პოლონელთა უმცირესობა უფრო ორგანიზებული გახდა და მათი ეროვნული თვითშეგნება გაიზარდა.[2] დანარჩენ ორ: რუსულ და ავსტრიულ ნაწილებთან შედარებით აქ განათლების დონე უფრო მაღალი იყო.[2]

ეკონომიკა[რედაქტირება]

ეკონომიკური თვალსაზრისით პრუსიის მიერ ანექსირებული ნაწილი, პრუსიის მთავრობის პროგრესული პოლიტიკის წყალობით ყველაზე მეტად იყო განვითარებული.[2] გერმანიის მთავრობა ხელს უწყობდა ეფექტიანი სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიის, ფინანსური ინსტიტუტების და ტრანსპორტის განვითარებას.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. პიოტრ სტეფან ვანდიცი, თავისუფლების ფასი: აღმოსავლეთ ცენტრალური ევროპის ისტორია შუასაუკუნეებიდან დღემდე, Routledge (UK), 2001, ISBN 0-415-25491-4, Google Print, გვ.133
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Andrzej Garlicki, პოლონურ-ქართული სამხედრო კავშირი, Polityka: Wydanie Specjalne 2/2008, ISSN 1730-0525, pp. 11–12