პოლონეთის პოლიტიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლონეთის პოლიტიკური სისტემა არის საპარლამენტო, წარმომადგენლობითი დემოკრატიის რესპუბლიკა, სადაც პრემიერ მინისტრი არის მრავალპარტიული სისტემის მქონე მთავრობის ხელმძღვანელი. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მთავრობას, ხოლო საკანონმდებლო ხელისუფლება განაწილებულია მთავრობასა და ორპალატიან (სეიმი და სენატი) პარლამენტს შორის. სასამართლო დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებებისგან.

აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მთავრობას, რომელიც შედგება მინისტრთა საბჭოსგან, რომელსაც პრემიერ მინისტი ხელმძღვანელობს. მისი წევრები ძირითადად პარლამენტის ქვედა პალატის (სეიმის) უმრავლესობის გუნდიდან ირჩევიან. მთავრობას ოფიციალურად ასახელებს პრეზიდენტი, და სეიმმა ორ კვირაში უნდა დაამტკიცოს ის.

საკანოონმდებლო ხელისუფლება არის განაწილებული მთავრობასა და პარლამენტს შორის. პარლამენტის წევრები ირჩევიან პროპორციული სისტემით. იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს ეთნიკური უმცირესობის ინტერესებს მან პარლამენტის ქვედა პალატაში მოსახვედრად მინიმუმ 5%-იანი ზღვარი უნდა გადალახოს. დღეისთვის წარმოდგენილია 4 პარტია. საპარლამენტო არჩევნები ტარდება ოთხ წელიწადში ერთხელ.

პოლონეთის პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური არის პოლონეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. ასევე მას აქვს პარლამენტის გადაწყვეტილებაზე ვეტოს უფლება, სხვა შემთხვევაში ძირითადად წარმომაგენლობითი როლი აქვს. პრეზიდენტის არჩევნები ტარდება 5 წელიწადში ერთხელ.

პოლონეთის პოლიტიკური სესტემა განსაზღვრულია პოლონეთის კონსტიტუციით, რომელიც ასევე არის ინდივიდუალური თავისუფლების გარანტია.

სასამართლო პოლონეთის პოლიტიკაში, საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარდა რომელიც ახდენს ისეთი კანონების ანულირებას რომლებიც ინდივიდუალურ თავისუფლებას ზღუდავენ, მინიმალურ როლს თამაშობს.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

პოლონეთი დაყოფილია 16 პროვინციად (სავოევოდო პოლ.:województwo): ქვემო სელეზია; კუაიავო-პომერანია; ლოძი; ლუბლინი; ლუბუში; მალოპოლოვსკი; მაზოვიეცი; ოპოლე; კარპატები; პოდლასი; პომერანია; სილეზია; სვიეტოკში; ვარმინო-მაზურია; ველიკოპოლსკი; დასავლეთ პომერანია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]