პოლიფონია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლიფონია (ბერძნ. πολύς — მრავალრიცხოვანი და φωνή — ხმა) არის ორი ან რამდენიმე დამოუკიდებელი, ფუნქციურად თანასწორუფლებიანი მელოდიის ერთდროული ჟღერადობა. პოლიფონიური მუსიკისთვის დამახასიათებელია ინტელექტუალიზმი, მხატვრულ-სახეობრივი განზოგადება, ობიექტურობა და ერთაფექტიანობა. მისთვის ტიპურია მუსიკალური მასალის უწყვეტი განვითარება, საწყისი ხასიათის ნაკლებინტენსიური გარდაქმნა.

პოლიფონია დაიბადა სავარაუდოდ, შუა საუკუნეების მიწურულს, ევროპულ ვოკალურ მუსიკაში პირველი შემორჩენილი ნიმუშები — ორგანუმები IX საუკუნით თარიღდება. XVI საუკუნეში პოლიფონია განვითარების ყველაზე მაღალ წერტილს გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის და იოჰან სებასტიან ბახის შემოქმედებაში აღწევს. იქმნება ისეთი მნიშვნელოვანი მუსიკალური ფორმა, როგორიცაა ფუგა.

პოლიფონიური მუსიკისთვის დამახასიათებელ ხერხებს მიმართავენ მეოცე საუკუნის კომპოზიტორებიც

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]