პოლინოს ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლინოს ეროვნული პარკი

Parco nazionale del Pollino

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა იტალიის დროშა იტალია
უახლოესი ქალაქი მორანო-კალაბრო
კოორდინატები 39°55′36″ ჩ. გ. 16°06′41″ ა. გ. / 39.92667° ჩ. გ. 16.11139° ა. გ. / 39.92667; 16.11139
ფართობი 1 820 კმ²
დაარსდა 1992
მმართველი ორგანო ოფიციალური ვებ-გვერდი

პოლინოს ეროვნული პარკი (იტალ. Parco nazionale del Pollino) — ეროვნული პარკი სამხრეთ იტალიაში, ბაზილიკატისა და კალაბრიის რეგიონებში. 1 820 კმ² ფართობით, უდიდესი ბუნებრივი პარკია ქვეყანაში. მოქცეულია კოზენცის, მატერისა და პოტენცის პროვინციების ტერიტორიაზე. სახელს იღებს პოლინოს მთის მასივისგან.

პარკი შეიქმნა 1992 წელს, როგორც ბუნებრივი, ისე არქეოლოგიური მნიშვნელობის გამო. მისი სიმბოლოა ბოსნიური ფიჭვი, რადგან აქ იზრდება ამ მცენარის ერთ-ერთი უკანასკნელი ნარჩენები მთელს იტალიაში. მის ტერიტორიაზე მოქცეულია რამდენიმე ქალაქი. მერკურის ხეობაში აღმოჩენილ იქნა პრეისტორიული, ტყის სპილოსა (Elephas antiquus) და გიგანტური ბეჰემოტის (Hippopotamus major) ნამარხები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]