პოლიეთილენის პარკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლიეთილენის პარკი, ასევე ცელოფნის პარკი, მოქნილი შესაფუთი პარკი, დამზადებული თხელი პოლიეთილენის აპკისგან. გამოიყენება საკვები პროდუქტების, ფხვნილების, ქიმიკატების, ნაგვის და მისთ. ტრანსპორტირებისთვის. მათი უმრავლესობა სიმხურვალით არის შეკრული, ზოგიერთი კი — წებოვანი ნივთიერებით.

ჩვეულებრივი დასაფასოებელი პაკეტი პირველად აშშ-ში შეიქმნა 1957 წელს სენდვიჩების, პურის, ბოსტნეულისა და ხილის შესაფუთად. 1966 წლისთვის ამ ქვეყანაში ამგვარ პაკეტებში იყო დაფასოებული პურ-ფუნთუშეული პროდუქტების დაახ. 30%. 1973 წლისთვის პაკეტების წარმოებამ დასავლეთ ევროპაში 11,5 მილიონი ცალი შეადგინა. 1982 წელს სავაჭრო ცენტრებში გაყიდვაში ჩნდება ხელსაკიდიანი პოლიეთილენის პაკეტები (ე.წ. "მაისურები"). 2002 წლისთვის მსოფლიოში პოლიეთილენის პაკეტების წარმოების საერთო მოცულობამ თითქმის 5 ტრილიონ ცალს მიაღწია.