პოლიგრაფია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლიგრაფია (ბერძნ. polygraphia — სიტყვასიტყვით „მრავალწერა“), ტექნიკურ საშუალებათა ერთობლიობა ბეჭდური პროდუქციის დასამზადებლად.

მისი კლასიკური ვარიანტი შედგება სამი ძირითადი საწარმოო პროცესისაგან:

  1. საბეჭდი ფორმების მომზადება,
  2. უშუალოდ ბეჭდვა,
  3. ნაბეჭდი პროდუქტის საბოლოო სახემდე დაყვანა (მაგ., წიგნის აკინძვა, კოლოფის ამოკვეთა, ეტიკეტის მოოქროვება და ა.შ).

პოლიგრაფიის სფეროებად ითვლება ოფსეტური, რიზოგრაფული, ტრაფარეტული, ტამპონური და მაღალი ბეჭდვა.

პოლიგრაფიის წამყვან და ყველაზე წარმად სახედ დღემდე რჩება ოფსეტური ბეჭდვა. XX საუკუნის 90-იანი წლებიდან ინერგება ციფრული ოფსეტური ბეჭდვა. რომელიც ტრადიციულისგან განსხვავებით არ შეიცავს წარმოების პირველ ეტაპს (საბეჭდი ფორმის დამზადება) და ეყრდნობა ელექტროგრაფიული ბეჭდვის პრინციპს. ციფრული ბეჭდვის შემთხვევაში შესაძლებელია ტირაჟის თითოეულ გვერდზე უნიკალური ფრაგმენტის დატანა (მაგ., სახელობითი მოსაწვევი ან მოსალოცი). ციფრული ოფსეტური ბეჭდვა განსაკუთრებით მოსახერხებელია მცირეტირაჟიანი ფერადი პუბლიკაციების გამოსაცემად მცირე დროში.