პოლარისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პოლარული ვარსკვლავი)
პოლარისი

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ დანახული პოლარისი
დაკვირვების მონაცემები
ეპოქა: J2000
თანავარსკვლავედი: პატარა დათვის თანავარსკვლავედი
პირდაპირი ასვლა: 02სთ 31წთ 49.09წმ
დახრილობა: +89°გრად 15′მინ 50.8″სეკ
მანძილი: 433 სინათლის წელი
მასა: 5.4 მზის მასა[1]
რადიუსი: 37.5 მზის რადიუსი
სპექტრული ტიპი: F7
ზედაპირის გრავიტაცია: 2.2[2]
ტემპერატურა: 6015 კელვინი
ვარსკვლავიერი სიდიდე: 1,98[3]
α UMi Ab
პირდაპირი ასვლა: სთსთ წთწთ წმწმ
დახრილობა: გრადგრად მინმინ სეკსეკ
მასა: 1.26 მზის მასა
რადიუსი: 1.04 მზის რადიუსი
სპექტრული ტიპი: F6V
სიკაშკაშე: 3
ვარსკვლავიერი სიდიდე: 9.2
α UMi B
პირდაპირი ასვლა: 02სთ 30წთ 41.63წმ
დახრილობა: +89°გრად 15′მინ 38.1″სეკ
მასა: 1.39 მზის მასა
რადიუსი: 1.38 მზის რადიუსი
სპექტრული ტიპი: F3V
სიკაშკაშე: 3.9
ზედაპირის გრავიტაცია: 4.3
ტემპერატურა: 6900 კელვინი
ვარსკვლავიერი სიდიდე: 8.7
დიდი დათვისა და პატარა დათვის თანავარსკვლავედები
ჩრდილოეთის ცა, რომელიც პოლარისის გარშემო ბრუნავს

პოლარისი, იგივე პოლარული ვარსკვლავი, აღნიშნული როგორც პატარა დათვის ალფა, α UMi, აგრეთვე ცნობილი როგორც ჩრდილოეთის ვარსკვლავიპატარა დათვის თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი. დედამიწის ჩრდილოეთ პოლუსის ცასთან სიახლოვის გამო, ამჟამად იგი პოლარული ვარსკვლავია. პარალაქსის მეთოდით გაზმოვის შედეგად დადგენილია, რომ ის დედამიწიდან 433 სინათლის წლის მანძილზეა, გამოთვლის სხვა მეთოდებით კი 30%-ით უფრო ახლოს.

პოლარისი მრავალჯერადი ვარსკვლავია და შედგება მთავარი ვარსკვლავის (α UMi Aa, ყვითელი სუპერგიგანტი) და უფრო პატარა კომპანიონისაგან (α UMi Ab) და მესამე ვარსკვლავისგან α UMi B, რომელიც 1780 წელს უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა. ერთ დროს მიაჩნდათ, რომ სისტემაში შედიოდა კიდევ ორი სხვა ვარსკვლავი α UMi C და α UMi D, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ისინი ფიზიკურად არ არიან კავშირში სისტემასთან.[4][5]

ვარსკვლავური სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

α UMi Aa არის 4,5 მზის მასის მქონე F7 ყვითელი სუპერგიგანტი. ეს დინამიკური მასის მქონე პირველი კლასიკური ცეფეიდია. ორი პატარა კომპანიონიდან α UMi B არის 1.39 მზის მასის მქონე მთავარი მიმდევრობის F3 ვარსკვლავი, რომელიც α UMi Aa-ს გარს უვლის 2400 ასტრონომიული ერთეული მანძილიდან; α UMi Ab ძალიან ახლოსაა მთავარი მიმდევრობის F6 ტიპთან, აქვს 18.8 ასტრონომიული ერთეულის ორბიტა და 1.26 მზის მასა.

პოლარის B-ს ხილვა შესაძლებელია უბრალო ტელესკოპითაც. უილიამ ჰერშელმა იგი 1780 წელა აღმოაჩინა ხელნაკეთი რეფლექტორი ტელესკოპით, რომელიც იმ დროისათვის ერთ-ერთ უძლიერეს ტელესკოპად ითვლებოდა. 1929 წელს ის ხელახლა აღმოაჩინეს პოლარის A-ს სპექტრის გამოცდისას. დადგინდა, რომ ეს იყო ბინარული სისტემა, რომელშიც მეორე ვარსკვლავი ჯუჯა იყო, რაც ადრეული დაკვირვებებითაც იყო ნავარაუდევი. 2006 წლის იანვარში, NASA-მ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ასახული იყო პოლარისის სისტემის შემადგენელი სამი ვარსკვლავი. უახლოესი ჯუჯა ვარსკვლავის ორბიტა პოლარის A-სგან მხოლოდ 18.5 ასტრონომიული ერთეულითაა დაშორებული (2.8 მლრდ კმ[6], მანძილი მზესა და ურანს შორის), რითაც იხსნება თუ რატომ არის მისი შუქი დაფარული მისი უახლოესი დაუფრო კაშკაშა კომპანიონის შუქით.[7]

ცვალებადი ვარსკვლავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლარის A, ყვითელი სუპერგიგანტი, დაბალი ამპლიტუდის I პოპულაციის კლასიკური ცვალებადი ცეფეიდია. თუმცა ერთ დროს მიაჩნდათ, რომ მისი მაღალი გალაქტიკური განედიდან გამომდინარე, II ტიპის ცეფეიდი უნდა ყოფილიყო. ცეფეიდები მნიშვნელოვანი სტანდარტული სანთლებია მანძილის განსასაზღვრად და იქიდან გამომდინარე, რომ პოლარისი ამ ტიპის უახლოესი ვარსკვლავია, იგი ზედმეტად კარგადაა შესწავლილი. პოლარისის ცვალებადობა ჯერ კიდევ 1852 წელს იწინასწარმეტყველეს, რაც 1911 წელს დანიელმა ასტრონომმა ეინარ გერცშპრუნგმა დაამტკიცა.[8]

პოლარისის სიკაშკაშის რანგი პულსაციების დროს 1.86 - 2.13-ია,[9] თუმცა, აღმოჩენის შემდეგ შეიცვალა მისი ამპლიტუდა. 1963 წლამდე, ამპლიტუდა 0.1 მაგნიტუდაზე მეტი იყო, რაც შემდეგ ტანდათანობით შემცირდა. 1966 წლის შემდეგ ის ძალიან სწრაფად შემცირდა, სანამ საბოლოოდ 0.05-ს არ მიაღწია. ამის შემდეგ, ის ამ რანგში მერყეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ამპლიტუდამ ამჟამად კვლავ ზრდა დაიწყო, რაც არც ერთ სხვა ცეფეიდში არაა შემჩნეული.

დროთა მანძილზე, დაახლოებით ოთხი დღით შეიცვალა პერიოდიც. იგი მუდმივად იზრდებოდა წელიწადში დაახლოებით 4.5 წამით, რაც საბოლოოდ 1963-1965 წლებში შეჩერდა. თავდაპირველად მიაჩნდათ, რომ ეს ცეფეიდის არასტაბილურობის ხაზში მიმდინარე საერთო ევოლუციის ბრალი იყო.[7][10][11]

პულსაციების დროს, პოლარისის ტემპერატურა მცირედით იცვლება. თუმცა, ეს მცირედი ოდენობაც ცვალებადია და არაპროგნოზირებადი. ყოველი ციკლის დროს, ტემპერატურისა და მისი ამპლიტუდის არამდგრადი ცვლილებები 50 000-დან 170 000-მდე მერყეობს და სავარაუდოდ ის დაკავშირებულია პოლარის Ab-თან ორბიტით.[2]

ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, დღეისათვის პოლარისი 2,5-ჯერ უფრო კაშკაშაა, ვიდრე მაშინ, როდესაც მასე პტოლემე აკვირდებოდა.[12] ასტრონომ ედუარდ გინანის აზრით, ეს საკმაოდ თვალშისაცემი ცვლილებაა.

სახელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუპერგიგანტი პოლარის A, ჯუჯა პოლარის Ab და მათი შორეული ჯუჯა კომპანიონი Polaris B. მხატვრული წარმოდგენა

ასტრონომიულ ნავიგაციაში მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, პოლარისი მრავალი სახელითაა ცნობილი.[13] პოლარისი მას რენესანსის დროს ეწოდა, რაც ლათინურია ჩრდილოეთ პოლუსთან ახლომდებარეს ნიშნავს. 2016 წელს, საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ვარსკვლავების კატალოგიზაციისა და საკუთარი სახელების სტანდარტიზაციის მიზნით, სამუშაო ჯგუფი შექმნა.[14] 2016 წლის ივლისში გამოსულ ბიულეტინში,[15] ამ ვარსკვლავის სახელი მოხსენიებულია როგორც პოლარისი.[16]

პოლარული ვარსკვლავის როლში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმის გამო, რომ α UMi დედამიწის მოძრაობის ღერძის ხაზის სიახლოვეს, ჩრდილოეთ პოლუსის „თავზე“ მდებარეობს, პოლარისი ცაში უძრავად ჩანს, ჩრდილოეთის ცის სხვა ყველა ვარსკვლავი კი თითქოს მის გარშემო მოძრაობს. შესაბამისად, წარმოადგენს ბრწყინვალე ფიქსირებულ წერტილს, რაც მეტად გამოსადეგია ასტრონომიულ ნავიგაციასა და ასტრომეტრიაში.[17] 21-ე საუკუნის შემდეგ, ჩრდილოეთ პოლუსი α UMi-სგან გადაინაცვლებს, დაახლოებით 41-ე საუკუნეში კი ამ ადგილას ვარსკვლავი გამა ცეფეი აღმოჩნდება. ისტორიულად, ძვ. წ. 2750 წლისთვის პოლარული ვარსკვლავის როლს ვარსკვლავი ტუბანი ასრულებდა,[17] კლასიკურ ნატიკურ პერიოდში კი პატარა დათვის ბეტა (β UMi).[18]

მანძილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიპაკროსის ასტრომეტრიული სატელიტის პარალაქსის გაზომვების შეთანხმების მიხედვით, ბოლიდროინდელი გამოთვლები პოლარისამდე მანძილად 433 სინათლის წელს ასახელებს.[7] უფრო ძველი გაზომვები ოდნავ ნაკლებს აჩვენებდა, ხოლო უახლესი მაღალრეზოლუციური სპექტრული ანალიზების მიხედვით, შესაძლოა იგი 100 სინათლის წლით უფრო ახლოს იყოს.[19] პოლარისი უახლოესი ცვალებადი ცეფეიდია დედამიწასთან და შესაბამისად, მის ფიზიკურ პარამეტრებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მთელ ასტრონომიულ მანძილთა სკალაში.[19]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Fadeyev, Y. A. (2015). „Evolutionary status of Polaris“. Monthly Notices of the Royal Astronomical Society. 449: 1011. arXiv:1502.06463. Bibcode:2015MNRAS.449.1011F. doi:10.1093/mnras/stv412.
  2. 2.0 2.1 Usenko, I. A.; Miroshnichenko, A. S.; Klochkova, V. G.; Yushkin, M. V. (2005). „Polaris, the nearest Cepheid in the Galaxy: Atmosphere parameters, reddening and chemical composition“. Monthly Notices of the Royal Astronomical Society. 362 (4): 1219. Bibcode:2005MNRAS.362.1219U. doi:10.1111/j.1365-2966.2005.09353.x.
  3. Evans, N. R.; Schaefer, G. H.; Bond, H. E.; Bono, G.; Karovska, M.; Nelan, E.; Sasselov, D.; Mason, B. D. (2008). „Direct Detection of the Close Companion of Polaris with Thehubble Space Telescope“. The Astronomical Journal. 136 (3): 1137. arXiv:0806.4904. Bibcode:2008AJ....136.1137E. doi:10.1088/0004-6256/136/3/1137.
  4. Wielen, R.; Jahreiß, H.; Dettbarn, C.; Lenhardt, H.; Schwan, H. (2000). „Polaris: Astrometric orbit, position, and proper motion“. Astronomy and Astrophysics. 360: 399. arXiv:astro-ph/0002406. Bibcode:2000A&A...360..399W.
  5. Evans, Nancy Remage; Guinan, Edward; Engle, Scott; Wolk, Scott J.; Schlegel, Eric; Mason, Brian D.; Karovska, Margarita; Spitzbart, Bradley (2010). „Chandra Observation of Polaris: Census of Low-mass Companions“. The Astronomical Journal. 139 (5): 1968. Bibcode:2010AJ....139.1968E. doi:10.1088/0004-6256/139/5/1968.
  6. There's More to the North Star Than Meets the Eye. Hubblesite.org (2006-01-09). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-25. ციტირების თარიღი: 2012-04-14.
  7. 7.0 7.1 7.2 Evans, N. R.; Sasselov, D. D.; Short, C. I. (2002). „Polaris: Amplitude, Period Change, and Companions“. The Astrophysical Journal. 567 (2): 1121. Bibcode:2002ApJ...567.1121E. doi:10.1086/338583.
  8. Hertzsprung, Ejnar (August 1911). „Nachweis der Veränderlichkeit von α Ursae Minoris“. Astronomische Nachrichten (German). 189 (6): 89. Bibcode:1911AN....189...89H. doi:10.1002/asna.19111890602.
  9. Samus, N. N.; Durlevich, O. V. (2009). „VizieR Online Data Catalog: General Catalogue of Variable Stars (Samus+ 2007–2013)“. VizieR On-line Data Catalog: B/gcvs. Originally published in: 2009yCat....102025S. 1: 02025. Bibcode:2009yCat....102025S. მითითებულია ერთზე მეტი author-name-list parameters (დახმარება)
  10. Turner, D. G.; Savoy, J.; Derrah, J.; Abdel‐Sabour Abdel‐Latif, M.; Berdnikov, L. N. (2005). „The Period Changes of Polaris“. Publications of the Astronomical Society of the Pacific. 117 (828): 207. Bibcode:2005PASP..117..207T. doi:10.1086/427838.
  11. Neilson, H. R.; Engle, S. G.; Guinan, E.; Langer, N.; Wasatonic, R. P.; Williams, D. B. (2012). „The Period Change of the Cepheid Polaris Suggests Enhanced Mass Loss“. The Astrophysical Journal. 745 (2): L32. arXiv:1201.0761. Bibcode:2012ApJ...745L..32N. doi:10.1088/2041-8205/745/2/L32.
  12. Irion, R (2004). „American Astronomical Society meeting. As inconstant as the Northern Star“. Science. 304 (5678): 1740–1. doi:10.1126/science.304.5678.1740b. PMID 15205508.
  13. Kunitzsch, Paul (2006). A Dictionary of Modern star Names: A Short Guide to 254 Star Names and Their Derivations, 2nd rev., Cambridge, Massachusetts: Sky Publishing, გვ. 23. ISBN 978-1-931559-44-7. 
  14. IAU Working Group on Star Names (WGSN). ციტირების თარიღი: 22 May 2016.
  15. Bulletin of the IAU Working Group on Star Names, No. 1. ციტირების თარიღი: 28 July 2016.
  16. IAU Catalog of Star Names. ციტირების თარიღი: 28 July 2016.
  17. 17.0 17.1 Ridpath, Ian (ed.) (2004). Norton's Star Atlas. New York: Pearson Education, გვ. 5. ISBN 0-13-145164-2. „Around 4800 years ago Thuban (თარგი:GreekFont Draconis) lay a mere 0°.1 from the pole. Deneb (თარგი:GreekFont Cygni) will be the brightest star near the pole in about 8000 years' time, at a distance of 7°.5.“ 
  18. Star Tales - Ursa Minor. ციტირების თარიღი: 20 August 2016.
  19. 19.0 19.1 Turner, D. G.; Kovtyukh, V. V.; Usenko, I. A.; Gorlova, N. I. (2013). „The Pulsation Mode of the Cepheid Polaris“. The Astrophysical Journal Letters. 762: L8. arXiv:1211.6103. Bibcode:2013ApJ...762L...8T. doi:10.1088/2041-8205/762/1/L8.