პოიკე
პოიკე (ინგლ. Poike) — ჩამქრალი ვულკანი აღდგომის კუნძულზე. წარმოადგენს იმ სამი (ტერევაკა, რანო-კაუ) ვულკანიდან ერთ-ერთს, რომელიც აყალიბებს კუნძულ რაპანუის. ეკუთვნის ჩილეს. სიმაღლე 370 მ. პოიკე აღდგომის კუნძულის მწვერვალებს შორის სიმაღლით მხოლოდ ტერევაკას ჩამორჩება. პოიკე აღდგომის კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში ქმნის ფლატეებიან კლიფსს, „პოიკეს გრაბენს“, რომელიც აღნიშნავს ნაკადებს შორის საზღვარს ტერევაკიდან პოიკემდე.
უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა პლეისტოცენში 230 000 - 705 000 წლის წინ. განსხვავებით დანარჩენი ორი ვულკანისაგან, პოიკეს კრატერი მშრალია. ვულკანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს როგევენის კონცხი, რომელსაც სახელი ეწოდა ნიდერლანდელი მოგზაურის იაკობ როგევენის პატივსაცემად, რომელმაც 1722 წელს ევროპელთაგან პირველმა მოინახულა აღდგომის კუნძული.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- Haase, Karsten M.; Peter Stoffers and C. Dieter Garbe-Schönberg (October 1997). „The Petrogenetic Evolution of Lavas from Easter Island and Neighbouring Seamounts, Near-ridge Hotspot Volcanoes in the SE Pacific“. Journal of Petrology 38 (06): გვ. 785–813. DOI:10.1093/petrology/38.6.785. წაკითხვის თარიღი: 2010-03-16.
- ROUTLEDGE, Katherine. 1919. The Mystery of Easter Island. The story of an expedition. London.
- VAN TILBURG, Jo Anne. 1994. Easter Island: Archaeology, Ecology and Culture. Washington D.C.: Smithsonian Institution Press.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Guide to Easter Island from the Easter Island Foundation [მკვდარი ბმული]
- აღდგომის კუნძული