პოზიტანო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
პოზიტანო
Positano
პოზიტანოს ხედი
პოზიტანოს ხედი
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
რეგიონი კამპანია
კოორდინატები 40°38′ ჩ. გ. 14°29′ ა. გ. / 40.633° ჩ. გ. 14.483° ა. გ. / 40.633; 14.483
მერი მიკელე დე ლუჩია
ფართობი 8 კმ²
მოსახლეობა 3 968 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 500 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 84017
ოფიციალური საიტი ბმული

პოზიტანო მდებარეობა იტალია

Red pog.svg
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 830
რუს.ინგლ.ფრ.

პოზიტანო (იტალ. Positano) — სოფელი და კომუნა იტალიაში, კამპანიის რეგიონში, ამალფის სანაპიროზე. ძირითადი ნაწილი მდებარეობს ბორცვზე, რომელიც დაბლა, სანაპიროზე ეშვება.

ისტორია[რედაქტირება]

შუა საუკუნეებში პოზიტანო ამალფის რესპუბლიკის პორტი იყო და ყვაოდა XVI-XVII საუკუნეებში. მაგრამ, XIX საუკუნის შუა წლებში ქალაქს მძიმე ეპოქა დაუდგა და დასუსტდა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ემიგრაციაში წავიდა, ძირითადად ავსტრალიაში.

XX საუკუნის პირველ ნახევარში პოზიტანო მეთევზეთა ღარიბი სოფელი იყო. თუმცა, 1950-იანი წლებიდან მან დიდი რაოდენობით ტურისტის მიზიდვა დაიწყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1953 წლის მაისში, ჯონ სტაინბეკმა ამერიკულ მოდის ჟურნალ Harper's Bazaar-ში პოზიტანოს შესახებ ესსე გამოაქვეყნა. „პოზიტანო სიღრმეში ცურდება“ — წერდა სტაინბეკი. „ეს ზღაპრული ადგილია, რომელიც არარეალური გეჩვენება როდესაც აქ ხარ, მაგრამ წასვლის შემდეგ ხვდები, რომ ის მართლა არსებობს“.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება]

პოზიტანოში მდებარეობს სანტა-მარია-ასუნტის ეკლესია, რომლის გუმბათიც მაიოლიკის კრამიტითაა გადახურული; აქ ინახება XIII საუკუნის ბიზანტიური ხატი შავი მადონა. ადგილობრივი თქმულების თანახმად, ეს ხატი მეკობრეებმა ბიზანტიუმიდან მოიპარეს და ხმელთაშუა ზღვით მოჰქონდათ. პოზიტანოს სიახლოვეს საშინელი შტორმი ამოვარდა და შეშინებულმა მეზღვაურებმა გაიგონეს ხმა, რომელიც ამბობდა: „Posa, posa!“ (დაბლა, დაბლა). სასწაულებრივი ხატი გემიდან გადაიტანეს და მეთევზეთა სოფელში დააბრძანეს, ამის შემდეგ შტორმიც ჩადგა.

კულტურა[რედაქტირება]

პოზიტანო რამდენიმე ფილმშია გადაღებული. მათ შორისაა „მხოლოდ შენ“ (1994), „ტოსკანის მზის ქვეშ“ (2003). პოზიტანოს ერთ-ერთ კაფეში, ჯგუფ როლინგ სტოუნზის წევრებმა მიკ ჯეგერმა და კით რიჩარდსმა დაწერეს სიმღერა „Midnight Rambler“.

დღეისათვის, პოზიტანოს შემოსავლის მთავარი წყაროა ტურიზმი. განთქმულია ალკოჰოლური სასმელი — ლიმონჩელო (ლიმნის ლიქიორი), რომელიც მხოლოდ მთავარი ნავსადგურის სიახლოვეს, პატარა ფარდულში იყიდება.

გალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]