პოეტი-ლაურეატი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოეტი-ლაურეატი — სამეფო კარის პოეტის წოდება დიდ ბრიტანეთში, რომელსაც მონარქი ამტკიცებს და რომლის დანიშნულება ტრადიციულად სამეფო ოჯახის ცხოვრებასა და სახელმწიფოს მოვლენებისადმი ლექსებით ან პოემებით გამოხმაურებაა. ეს ტიტული ლაურეატს მთელი ცხოვრებით ენიჭება. XIX საუკუნიდან ეს ტიტული უფრო საპატიოდ მიიჩნევა და მისი მფლობელი უფრო საკუთარ ლიტერატურულ კარიერას აგრძელებს.

ამ წოდების წინამორბედი იყო კარის პოეტი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ კარის პოეტები ინგლისის ისტორიაში მუდამ არსებობდნენ, ოფიციალური სტატუსი მათ მხოლოდ 1790 წელს მიენიჭათ.