პლუტონიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პლუტონიზმი ან ვულკანიზმი (ბერძნ. Plúton — პლუტონი, მიწისქვეშეთის ღმერთი) — გეოლოგიური თეორია; მოძღვრება დედამიწის გეოლოგიურ ისტორიაში შინაგანი ძალების ძირითადი როლოს შესახებ; გავრცელებული იყო XVIII საუკუნის ბოლოს — XIX საუკუნის დასაწყისში; ამოფრქვეული ქანების შესახებ პლუტონისტების მიერ შექმნილი შეხედულება ძირითადად შენარჩუნებულია მეცნიერებაში — ბერძნული მითოლოგიის მიწისქვეშეთის ღმერთის — პლუტონის სახელის მიხედვით.[1] თეორია „პლუტონიზმი“ პირველად შემოგვთავაზა იტალიელმა აბატმა, გეოლოგმა და ბუნებისმეტყველმა ანტონ მორომ 1750 წელს. როგორც შეხედულებათა განსაზღვრული სისტემა პლუტონიზმი პირველად გამოქვეყნდა ჯეიმზ ჰატონის მიერ (1788, 1795), რომელიც ამტკიცებდა, რომ დედამიწის ისტორიაში დიდ როლს თამაშობენ შინაგანი პროცესები, რომელთა წყარო მიწის შინაგანი სითბოა და ბევრი ქანი — იგივე გრანიტი და ბაზალტიმაგმური წარმოშობისაა. შესაბამისად ჰატონი დედამიწის გეოლოგიის ისტორიაში წამყვან როლს ანიჭებდა მის წიაღში მიმდინარე პროცესებს. საპირისპიროდ, აბრაამ გოტლობ ვერნერი თვლიდა რომ, ყველა ქანი, გრანიტისა და ბაზალტის ჩათვლით, ზღვაშია დალექილი, ხოლო ვულკანური მოვლენები ქვანახშირის მიწისქვეშა წვის შედეგია. ამის გამო ვერნერსა და მის მიმდევრებს ნეპტუნისტები ეწოდათ. XIX საუკუნის დასაწყისში დამტკიცდა, რომ ბაზალტი ვულკანური წარმოშობისაა და შესაბამისად, ნეპტუნიზმი როგორც მოძღვრება უარყოფილი იქნა.[2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Тихомиров В. В., Хаин В. Е., Краткий очерк истории геологии, М., 1956.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]