პლეზიოზავრები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Plesiosaurus2.jpg

პლეზიოზავრები (ლათ. Plesiosauria), ნამარხი ქვეწარმავლების ქვერიგი. ცხოვრობდნენ შუა ტრიასული ეპოქიდან ცარცული პერიოდის ბოლომდე. მათი სხეულის სიგრძე 15 მ აღწევდა და 100-150 დისკოსებური მალისაგან შედგებოდა. კიდურები დიდ ფარფლებად იყო ქვეული, ჰქონდათ მოქნილი კისრები, თვალბუდისაკენ გადანაცვლებული ნესტოები, კონესური კბილები, ერთგვაროვანი ან დიფერენცირებული ეშვებად და უფრო წვრილ კბოლებად. პლეზიოზავრებს განეკუთვნება ელასმოზავრები, პლიოზავრები და სხვები. ცხოვრობდნენ ზღვის სანაპირო ზოლში. იკვებებოდნენ თევზებით. მათი ნაშთები ყველა კონტინენტზეა ნაპოვნი. განსაკუთრებით მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი დასავლეთ ევროპასა და ყოფილ სსრკ-ის იურულ ნალექებში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მჭედლიძე გ., ქსე, ტ. 8, გვ. 107, თბ, 1984