პლატონის აკადემია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რაფაელის „პლატონის პორტრეტი“ გამოსახული ათენის სკოლის ფრესკაზე

პლატონის აკადემიაპლატონის მიერ დაფუძნებული ფილოსოფიის სკოლა ათენში, დაახლოებით ძვ. წ. 385 წელს.

სანამ აკადემია სკოლა გახდებოდა, ის ძველი ათენის კედლებს გარეთ არსებული ზეთისხილის ბაღი იყო - წმინდა ადგილი ათენელთათვის. ამ ადგილის არქაული სახელი იყო „ჰეკადემია“, რომელიც კლასიკურ ხანაში „აკადემია“-დ გარდაიქმნა დაახლოებით ძვ.წ. VI საუკუნეში, დაუკავშირდა რა ეპიკურ ათენელ გმირს, ლეგენდარულ აკადემოსს.

აკადემიის ბაღი ქალღმერთ ათინასა და სხვა უკვდავთათვის მიძღვნილი წმინდა ადგილი იყო; ეს ასევე იყო ადგილი ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული რელიგიური კულტისა, რომელსაც გმირ-ღმერთებს დიოსკურელებს უკავშირებენ. დიოსკურთან ასოციაციის გამო სპარტანელები „აკადემიის ბაღს“ ხელუხლებელს ტოვებდნენ ატიკაზე შემოსევების დროს, განსხვავებით რომაელი სულასგან, რომელმაც ძვ. წ. 86 წელს ერთიანად გაჩეხა წმინდა ზეთისხილის ხეები ნაღმსატყორცნების ასაგებად.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Collier's New Encyclopedia 1. (1921) New York: P.F. Collier & Son Company. 15.