პლანკის მუდმივა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პლანკის მუდმივა, ქმედების კვანტი, ფუნდამენტური ფიზიკური მუდმივა. განსაზღვრავს იმ ფიზიკურ მოვლენათა ფართო წრეს, რომელთათვისაც არსებითია ქმედების დისკრეტულობა. ამ მოვლენებს შეიაწავლის კვანტური მექანიკა. შემოიღო მაქს პლანკმა 1900 წელს აბსოლუტურად შავი სხეულის გამოსხივების სპექტრში ენერგიის განაწილების კანონის დადგენისას (გამოსხივების პლანკის კანონი). აღნიშნავენ  ~h-ით. პლანკის მუდმივის ყველაზე ზუსტი მნიშვნელობა მიღებულია ჯოუზეფსონის ეფექტის საფუძველზე:

~h=6{,}626\ 068\ 96(33)\times10^{-34} ჯ.·წმ
~h=6{,}626\ 068\ 96(33)\times10^{-27} ერგ.·წმ
~h=4{,}135\ 667\ 33(10)\times10^{-15} ევ·წმ.

ხშირად სარგებლობენ მუდმივათი

~\hbar\equiv\frac{h}{2\pi}=1,054\ 571\ 628(53)\times 10^{-34} ჯ.·წმ,
~\hbar=1,054\ 571\ 628(53)\times 10^{-27} ერგ.·წმ, რომელსაც აგრეთვე პლანკის მუდმივას უწოდებენ.
~\hbar=6,582\ 118\ 99(16)\times 10^{-16} ევ·წმ,

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 8, გვ. 99, თბ., 1984