პლაკოდონტები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პლაკოდონტები (Placodonta), ზღვის ნამარხი ქვეწარმავლები სინაპტოზავრების ქვეკლასისა. მათი სხეულის (წაგრძელებული, კუსმაგვარი) სიგრძე 2,5 მ აღწევდა. ზურგი და მუცელი ჯავშნით ჰქონდათ დაფარული. ქალა მასიური, საკმაოდ მაღალი, წაგრძელებული ამ სამკუთხა, კიდურები — ფარფლებისებრი, დამოკლებული ფალანგებით, სამტვრევი ტიპისა. ცხოვრობდნენ ტრიასულ პერიოდში. მათი ნაშთები ნაპოვნია დასავლეთ ევროპაში.

ლიტერატურა [რედაქტირება]

  • მჭედლიძე გ., ქსე, ტ. 8, გვ. 94, თბ., 1984