პიშინის აფეთქება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პიშინის აფეთქება მოხდა 2009 წლის 18 ოქტომბერს ირანში. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა დეტონირებული ფეთქებადი ნივთიერებებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანის ქალაქ პიშინში, სისტანი და ბელუჯისტანის პროვინციაში. აფეთქებამ იმსხვერპლა 43 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე გამოჩენილი ისლამური რევოლუციის მეურვეების არმიის წევრი მეთაური.[1][2] დაშავდა დაახლოებით 150 ადამიანი.[3] თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო სუნიტურმა მეამბოხე ორგანიზაციამ Jundallah-მა.[4]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. PressTV/Iran Today/The Bloody Terrorist attack in Baluchistan/27/10/2009
  2. Iranian commanders assassinated. BBC News. October 18, 2009.
  3. UN Security Council strongly condemns terrorist attacks in Iran. Xinhua. October 20, 2009.
  4. Jundullah claims responsibility for terror attack. Press TV. October 18, 2009.