პიტიუსის კუნძულები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება


პიტიუსის კუნძულები
Ibiza Bay 2005.jpg
კუნძული ივისა
გეოგრაფია
მდებარეობა ხმელთაშუა ზღვა
კოორდინატები 38°42′ ჩ. გ. 1°27′ ა. გ. / 38.700° ჩ. გ. 1.450° ა. გ. / 38.700; 1.450
ფართობი 655,8 კმ²
უმაღლესი წერტილი 476 მ
ქვეყანა
დემოგრაფია
მოსახლეობა 142,599 (2010)

პიტიუსის კუნძულები (ესპ. Islas Pitiusas) — არქიპელაგი ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილში, ბალეარის კუნძულების ჯგუფში. ეკუთვნის ესპანეთს. ყველაზე დიდი კუნძულებია ივისა და ფორმენტერა. ფართობი 655,8 კმ². უმაღლესი წერტილის სიმაღლეა 476 მ. 2010 წლის 1 იანვრის აღწერის მიხედვით პიტიუსის კუნძულების მოსახლეობა შეადგენს 142,599 ადამიანს. გაბატონებულია ბორცვიანი რელიეფი. უმეტესწილად აგებულია კირქვებითა და მერგელებით. განვითარებულია კარსტი. გვხვდება ხმელთაშუაზღვის ლანდშაფტები. პიტიუსის კუნძულებზეა ქალაქი ივისა. სუბტროპიკული მიწათმოქმედება, თევზჭერა, სუფრის მარილის მოპოვება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]