პიტერ მორგანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიტერ მორგანი
Daniel Brühl, Niki Lauda and Peter Morgan.jpg
მორგანი დენიელ ბრულთან და ნიკი ლაუდასთან ერთად, 2013 წ.
დაიბადა 10 აპრილი, 1963
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა სცენარისტი, დრამატურგი
აქტიური 1988-დღემდე
ოქროს გლობუსი

საუკეთესო სცენარი

2006 — დედოფალი
BAFTA

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი

2006 — შოტლანდიის უკანასკნელი მეფე

პიტერ მორგანი (ინგლ. Peter Morgan; დ. 10 აპრილი, 1963, ლონდონი) — ინგლისელი სცენარისტი და დრამატურგი. მოღვაწეობს თეატრში, ტელევიზიასა და კინოში. ცნობილია ფილმებისთვის დაწერილი სცენარებით. მიღებული აქვს ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს ჯილდოები. დაწერილი აქვს ე.წ. ბლერის ტრილოგია, რომელშიც მთავარი გმირი გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერი ტონი ბლერია. ტრილოგიის ყველაზე ცნობილია ფილმია „დედოფალი“ (2006).

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

წელი დასახელება ორიგინალური დასახელება რეჟისორი
2006 დედოფალი The Queen სტივენ ფრირზი
2006 შოტლანდიის უკანასკნელი მეფე The Last King of Scotland კევინ მაკდონალდი
2008 კიდევ ერთი ბოლეინის გვარიდან The Other Boleyn Girl ჯასტინ ჩედვიკი
2008 ფროსტი ნიქსონის წინააღმდეგ Frost/Nixon რონ ჰოვარდი
2011 360 360 ფერნანდუ მეირელისი
2013 რბოლა Rush რონ ჰოვარდი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]