პიტერ დე როუზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიტერ დე როუზი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 10 მარტი, 1900(1900-03-10)[1] [2] [3] [3] [4] ან 10 მარტი, 1896(1896-03-10)[5]
დაბ. ადგილი ნიუ-იორკი
გარდ. თარიღი 23 აპრილი, 1953(1953-04-23)[1] [2] [3] [3] [4]
გარდ. ადგილი ნიუ-იორკი
დასაფლავებულია კენსიკოს სასაფლაო
პიტერ დე როუზი ვიკისაწყობში

პიტერ დე როუზი (დ. 10 მარტი, 1900, ნიუ-იორკი ― გ. 23 აპრილი, 1953), ამერიკელი ჯაზ და პოპ მუსიკოსი.

მუსიკალური ნიჭი ადრეულ ბავშვობაში გამოამჟღავნა. ფორტეპიანოზე დაკვრა უფროსი დისგან ისწავლა. თავისი პირველი სიმღერა 18 წლის ასაკში გამოსცა. კარიერის მანძილზე მან მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. პიტერ დე როუზის მრავალი ნაწარმოები ჰიტი გახდა, მაგრამ ყველაზე ცნობილი, ალბათ, სიმღერა „Deep Purple“ იყო. ამ სიმღერის მიხედვით დაარქვეს ჯგუფ Deep Purple-ს სახელი.

პიტერ დე როუზის უკანასკნელი ჰიტი იყო "შენ შესძლებ ამას" (You Can Do It), რომელიც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ნიუ-იორკში დაწერა. გარდაიცვალა 1953 წლის 23 აპრილს. დაკრძალულია კენსიკოს სასაფლაოზე. დე როუზის საფლავის ქვაზე არის წარწერა: "ყველა მეგობარი, ვინც კი ოდესმე შეიძინა, სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა".

1970 წელს პიტერ დე როუზი კომპოზიტორთა დიდების დარბაზში შეიყვანეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #12870912X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  4. 4.0 4.1 Discogs — 2000.
  5. Find a Grave — 1996.