პირღებულის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პირღებული)

პირღებული — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, XIII საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი თეთრიწყაროს სამხრეთ-დასავლეთით 10 კმ-ზე, მდინარე ხრამის მარცხენა ნაპირზე. შემონახულია კომპლექსის ცენტრალური ნაგებობა — დიდი ეკლესია, რომელიც ფრაგმენტებისა და წარწერის თანახმად აგებულია რუსუდანის მეფობის ხანაში (1222-1245). ეკლესია შიგნით მოხატული იყო. გარედან კედლებზე წარწერებია. ერთ-ერთ მათგანში ნათქვამია, რომ თბილელ ელისე საგინაშვილს XVII საუკუნეში ეკლესიისათვის სამხრეთიდან კარიბჭე და საძვალე მიუშენებია (ახლა დანგრეულია). ეკლესიას გარს ერტყა გალავანი, რომელშიც ჩართული იყო სამსართულიანი სამრეკლო (დარჩენილია 2 სართული). I სართული ჭიშკარს წარმოადგენდა. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით დიდი შენობის ნაშთია. კლდეებში განლაგებული გამოქვაბულები, როგორც ჩანს, ბერების სადგომ სენაკებად იყო გამოყენებული. ეკლესიის ზემოთ, ფერდობზე, გვიანდელი ხანის დარბაზული ეკლესიაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]