პირველადღრუიანი ჭიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პირველადღრუიანი ჭიები
აღწერა
უხერხემლოთა ჯგუფი
სამეცნიერო სახელი
Nemathelminthes ან Aschelminthes
წარმომადგენლები

პირველადღრუიანი ჭიები (ლათ. Nemathelminthes ან Aschelminthes) — უხერხემლოთა ჯგუფი. მოიცავს შემდეგ ტაქსონებს: მუცელწამწამიანებს, კინორინქებს, ციბრუტელებს, ნემატოდებს, ბეწვურებს, აკანთოცეფალებს და, ალბათ, პრიაპულიდებსაც. აქვთ კუტიკულით დაფარული, დაუნაწევრებელი სხეული, თვალაკი, ყნოსვის ღრმულები, შეხების ორგანოები. კან-კუნთოვან პარკსა და ნაწლავს შორის არის სითხით ამოვსებული პირველადი ღრუ. ნაწლავი იწყება პირველად პირით, ბოლოვდება ანალური ხვრელით. სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის ორგანოები არა აქვთ. ნერვული სისტემა შედგება ტვინისა და ნერვული სვეტებისაგან. ცალსქესიანი ცხოველებია. ფართოდ არიან გავრცელებული მთელ მსოფლიოში. ზოგი პარაზიტია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]