პირველადი სამედიცინო დახმარება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პირველად სამედიცინო დახმარებას სამკურნალო და სანიტარულ-ჰიგიენურ ღონისძიებათა იმ ერთობლიობას უწოდებენ, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის სამსახურებთან მოსახლეობის პირველი შეხვედრის დროს ხორციელდება.

როდის ხდება ეს პირველი შეხვედრა?[რედაქტირება]

უწინარეს ყოვლისა, მაშინ, როცა ადამიანი ავად ხდება. ასეთი პირველადი სამედიცინო დახმარების მიღება ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს შეუძლია ყველა ჩვენგანისათვის კარგად ცნობილ დაწესებულებებში-პოლიკლინიკაში, ჯანპუნქტში, ამბულატორიაში, საუბნო საავადმყოფოში,თუ ამის აუცილებლობაა, რაიონის ცენტრალურ საავადმყოფოში ანდა ქალაქის რომელიმე საავადმყოფოში,აგრეთვე ჯანპუნქტში, თუ იგი გახსნილია რომელიმე მსხვილ სასოფლო-სამეურნეო საწარმოსთან. სოფლად მცხოვრელებს პირველი სამედიცინო დახმარების მიღება შეუძლიათ საფერშლოს-საბებიო პუნქტებშიც.

მოულოდნელი დაავადების, დაშავების, უბედური შემთხვევის დროს ქალაქად და სოფლადაც ავადმყოფს ემსახურება საწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურები ან განყოფილებები. პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მივმართოთ ყველა ტიპის სხვა სამედიცინო დაწესებულებას,მათ შორის სანიტარიულ ეპიდემიოლოგიურ სადგურს და აფთიაქსაც კი. ამ დაწესებულებს ევალებათ,თუ საექიმო არა, ექიმამდელი პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ ყველას, ვინც მათ ამისათვის მიმართავს.