პირენომიცეტები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| პირენომიცეტები | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
|
||||||
| ლათინური სახელი | ||||||
| Pyrenomycetes | ||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||
პირენომიცეტები (Pyrenomycetes), ჩანთიანი სოკოების ჯგუფი, რომელთა ნაყოფსხეული — პერითეციუმი პირდაპირ მიცელიუმის ჰიფებზე ან ჰიფების ხლართებზე ვითარდება. შეიოცავს 10000-ზე მეტ სახეობას. ჩანთიანი სტადიის გარდა ახასიათებს კონიდიალური სტადიაც. უმრავსელობა საპროფიტია, ცხოვრობს მცენარეულ ნარჩენებზე და მონაწილეობს მათ დაშლაში. მრავალი სახეობა კონიდიალურ სტადიაში პარაზიტობს უმაღლეს მცენარეებზე და იწვევს სხვადასხვა დაავადებას. მაგ., სოკო Claviceps purpurea ე. წ. ჭვავის რქას იწვევს; Venturia inaequalis, Venturia pirina — ვაშლისა და მსხლის ქეცს, Guignardia bidwellii — ყურძნის შავ სიდამპლეს და სხვა. Ceratostomella ulmi-საგან არის გამოწვეული თელის მასობრივი ხმობა მთელ მსოფლიოში.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ნახუცრიშვილი ი., ქსე, ტ. 8, გვ. 71, თბ., 1984
სტატიის