პირენეული მთის ძაღლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პირენეული მთის ძაღლი
წარმოშობის ქვეყანა საფრანგეთი
თვისებები
წონა მამრი 50–54 კგ.
მდედრი 36–41 კგ.
სიმაღლე მამრი 69–81 სმ.
მდედრი 64–74 სმ.
ბეწვი თეთრი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

პირენეული მთის ძაღლი (ფრანგ. Chien de montagne des Pyrénées) — ძაღლის ჯიში, გამოყვანილი საფრანგეთში ანტიკურ ხანაში.

ამხ ჯიშს, რომელიც ევროპაში გავრცელებულ მსხვილ, მოდარაჯე მასტიფებს წარმოადგენს, შესაძლოა ნათესაური კავშირი ჰქონდეს იტალიურ მარემასთან, უნგრულ კუვასთან, სლოვაკურ ჩუვაჩსა და თურქულ კარაბაშთან. მანამ, სანამ ამ ჯიშს XX საუკუნის დასაწყისში „აღმოაჩენდნენ“, პირენეული მთის ძაღლები ძირითადად ანდორაში ცხოვრობდნენ. პირველი პირენეული მთის ძაღლები, რომლებიც მოაშინაურეს, თავდაჯერებულები და მამაცები იყვნენ. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მოხერხდა ამ ნიშნების შერბილება ისე, რომ შენარჩუნდა ამ ჯიშის მიმზიდველი მხარეები — მოთმინების უნარი, სიმამაცე, საკუთარი ტერიტორიის დაცვის სურვილი უცხოების შემოჭრისგან. XX საუკუნის დასაწყისში ეს ჯიში გადაშენების პირას იყო, მაგრამ დღესდღეობით გავრცელებულია დიდ ბრიტანეთში, ჩრდილოეთ ამერიკაში და განსაკუთრებით საფრანგეთში.

ძაღლის დიდი ზომების გამო მისი ყოლა ქალაქის პირობებში, თუ სახლთან ახლოს არ არის თავისუფალი სივრცე, მიზანშეწონილი არ არის. პირენეული მთის ძაღლი კარგად უძლებს სიცივეს, კარგი მოდარაჯეა, სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა, ბალანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. აქვს მცირე ზომის სამკუთხა ყურები, გრძელი, ხშირი, თეთრი ბალანი. საშუალო ზომის, ქარვისფერ თვალებს მშვიდი მზერა ახასიათებთ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]