პირენეული მასტიფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პირენეული მასტიფი
წარმოშობის ქვეყანა ესპანეთი
თვისებები
წონა მამრი 65-75 კგ.
მდედრი 55-65 კგ.
სიმაღლე მამრი 71-77 სმ.
მდედრი 66-71 სმ.
ბეწვი მოშავი-ამლაკი,
ოქროსფერი-ამლაკი,
მოწითურო-ამლაკი.
ძაღლი (Canis lupus familiaris)

პირენეული მასტიფი (ესპ. Mastín del Pirineo) — ძაღლის ჯიში, გამოყვანილი ესპანეთში ანტიკურ ხანაში.

ფინიკიელი ვაჭრები მასტიფებს ასურეთში და შუმერში იძენდნენ და ესპანეთში ყიდდნენ. პირენეული მასტიფი, როგორც ჩანს, ესპანური მასტიფის და პირენეული მთის ძაღლის შთამომავალია. მრავალი საუკუნის მანძილზე, ყოველ გაზაფხულზე, მწყემსები ცხვრის დიდ ფარებს პირენეების ძირში განლაგებული ვაკიდან საზაფხულო საძოვრებზე მიერეკებოდნენ. მასტიფები ეშველებოდნენ ფარის გადარეკვაში და დაცვაში, ამასთან ოთხი-ხუთი ძაღლი საკმარისი იყო ათასსულიანი ცხვრის ფარის დასაცავად. მასტიფები იცავდნენ ცხვრებს მგლებისგან. ძაღლების კისრის დასაცავად მათ სპეციალურ, ეკლებიან საყელოებს უკეთებდნენ. ეს მასიური ძაღლი, ძლიერი კისრით და დრუნჩზე სიმეტრიული ნახატით დამოუკიდებელ ჯიშად XIX საუკუნის ბოლოს იქნა აღიარებული.

პირენეული მასტიფი — საიმედო, დამჯერი კომპანიონი, პატრონის კარგი დამცველია. მასტიფის ბალანი ხშირია, უხეში, მკვრივი. პირენეული მასტიფი ვერ ეგუება ქალაქში ცხოვრებას, შეჩვეულია ცივ კლიმატს. მისი ბალანი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. ადვილად იწვრთნება, კარგი მოდარაჯეა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]