პიპოლფენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია


პიპოლფენი


ინტრამუსკულური და ინტრავენური გამოყენებისათვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველი ამპულა 2 მლ მოცულობით შეიცავს პრომეთაზინის ჰიდროქლორიდის 50 მგ-ს. ხსნარი, ასევე, შეიცავს ჰიდროქინონს, კალიუმის მეტაბისულფიტს, ნატრიუმის სულფიტს, ნატრიუმის ქლორიდს, საინექციო წყალს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

H1 ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი. ათქ კოდი R06AD02

ჩვენებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

- ნებისმიერი წარმოშობის ალერგიული მდგომარეობის სიმპტომური მკურნალობა: (მაგალითად: რინიტი, კონიუნქტივიტი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება და დერმოგრაფიზმი). - ანაფილაქსიური რეაქციების ადიუვანტური თერაპია: მწვავე სიმპტომების სხვა პრეპარატებით საწყისი მკურნალობის შემდეგ, მაგალითად, ადრენალინით. - პრეპარატის მიღება შეიძლება სედატიური საშუალების სახით ოპერაციის წინ და მის შემდეგ და, ასევე, მეანობაში სედატიური ეფექტის მისაღწევად. - ანესთეზიოლოგია და ქირურგია: ანესთეზიასთან დაკავშირებული ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში განვითარებული გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკა და მკურნალობა. - ნარკოზის პოტენცირება: ნარკოტიკებსა და ანალგეზიურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას. - ოპერაციის შემდეგ ანალგეზიურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას პრეპარატი ავლენს დადებით ეფექტს ტკივილის მოსახსნელად. - კინეტოზების პროფილაქტიკა და მკურნალობა: ტრანსპორტით მგზავრობის დროს თავბრუსხვევისა და “მოძრაობის დაავადების” პროფილაქტიკა და/ან მკურნალობა.

უკუჩვენებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

• მომატებული მგრძნობელობა ფენოთიაზინების მიმართ; • კომატოზური მდგომარეობა ან ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) ფუნქციის ძლიერი დათრგუნვა; • მაო-ს ინჰიბიტორების მიღების შემდეგ 14 დღეზე ნაკლები პერიოდი; • ასაკი 2 თვემდე; • ორსულობა და ლაქტაცია.

განსაკუთრებული მითითებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

- უკიდურესი სიფრთხილეა აუცილებელი ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის გამოყენების დროს (განსაკუთრებით მაღალი დოზებით) მძიმე არასასურველი ეფექტების განვითარების მომატებული რისკის გამო. - ბავშვებში პიპოლფენის გამოყენება საჭიროა სიფრთხილით, სანამ არ არის გარკვეული დაავადების ზუსტი დიაგნოზი. არადიაგნოსტირებული ენცეფალოპათიის სიმპტომები და რეის სინდრომი შეიძლება შეცდომით იყოს შეფასებული, როგორც პრეპარატ პიპოლფენის გვერდითი ეფექტების გამოვლენა. - განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა იყოს დაცული პრეპარატის დანიშვნის დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში. - პრომეთაზინს შეუძლია შეგუბებითი სიყვითლის გამოწვევა (ძირითადად, პარენტერული შეყვანის შემდეგ). - პრეპარატი ამცირებს კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლს. ეს უნდა იყოს გათვალისწინებული იმ ავადმყოფების მკურნალობისას, რომლებსაც გააჩნიათ კრუჩხვებისადმი მიდრეკილება ან რომლებიც პრომეთაზინთან ერთად იღებენ ანალოგიური მოქმედების სხვა პრეპარატებს. - პრომეთაზინის ანტიქოლინერგული მოქმედების შედეგად შეიძლება გართულდეს ზოგიერთი დაავადების მიმდინარეობა (დახურულკუთხოვანი გლაუკომა, კუჭის სტენოზირებადი წყლული, შარდის ბუშტის ყელის სტენოზი და/ან წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია). ამ პრეპარატის დანიშვნის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ავადმყოფებს აღნიშნული დაავადებებით. - პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ასთმისა ან სასუნთქი ორგანოების მძიმე დაავადებებისას. - მკურნალობის დროს აკრძალულია ალკოჰოლის მიღება. - პრომეთაზინის მიღების დროს შესაძლოა დიაგნოსტიკური ალერგიული ტესტებისა ან ორსულობაზე ტესტების მცდარი უარყოფითი, ან მცდარი დადებითი შედეგები.


სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

- სედატიური საშუალებები, ნარკოტიკები, საძილე საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და ტრანკვილიზატორები აძლიერებენ პიპოლფენის დამთრგუნველ ეფექტს ცნს-ზე. ამიტომ, რეკომენდებულია ამ პრეპარატების დოზის შემცირება; - პიპოლფენი აძლიერებს ანტიქოლინერგული პრეპარატების მოქმედებას; - ადრენალინთან ერთდროულად შეყვანის დროს შეიძლება განვითარდეს პარადოქსული ჰიპოტენზია და ტაქიკარდია (პრომეთაზინი ახდენს ალფა-ადრენორეცეპტორების ბლოკირებას, რის გამოც ასუსტებს ადრენალინის პრესორულ ეფექტს); - ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (პიპოლფენი აძლიერებს მათ მოქმედებას); - პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ექსტრაპირამიდულ სიმპტომებს (პიპოლფენი ზრდის ცნს-ის მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს).

მიღების წესი და დოზირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საინექციო ხსნარი შეჰყავთ ინტრამუსკულურად: პაციენტებში ზემოთ ჩამოთვლილი ჩვენებებით, რომლებსაც არ შეუძლიათ პიპოლფენის პერორალური მიღება; - ანაფილაქსიური რეაქციების ადიუვანტური თერაპიისათვის; - ქირურგიული ოპერაციების წინ და შემდეგ სედატიური ეფექტის მისაღწევად, მეანობაში სედატიური ეფექტის მისაღწევად, და ასევე ანალგეტიკებისა და ნარკოტიკების ეფექტების პოტენცირებისათვის.

ინტრავენურად პრეპარატი (0.15 - 0.30 მგ/კგ სხეულის წონაზე) უნდა გამოიყენებოდეს: - ქირურგიული ჩარევის სპეციალური სახეების დროს ნარკოზისა და ანალგეზიის ინდუქციისათვის, როგორიცაა, მაგალითად: განმეორებითი ბრონქოსკოპია და ოფთალმოლოგიური ოპერაციები.


ჩვეულებრივი დოზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოზრდილთათვის ალერგიის დროს: შეიძლება დაინიშნოს 12.5 მგ 3-4-ჯერ დღეში ან 25 მგ საღამოს. ინიშნება უმცირესი ეფექტიანი დოზა. გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისათვის: ჩვეულებრივ, ეფექტურია ერთჯერადი დოზა 25 მგ, პერორალურად მიღების აუტანლობისას. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება 12,5-25 მგ შეყვანა ყოველ 4-6 საათში. მგზავრობის დროს გულისრევისა და “მოძრაობითი დაავადების” პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 25 მგ-ს 2-ჯერ დღეში. ამ დოზის მიღება რეკომენდებულია მგზავრობამდე 1/2 - 1 საათით ადრე, რის შემდეგ აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დოზის განმეორება 8-12 საათში. ქირურგიული ოპერაციების წინ და შემდეგ სედატიური ეფექტის მისაღწევად, მეანობაში სედატიური ეფექტის მისაღწევად და, ასევე, ნარკოტიკებისა და ანალგეტიკების ეფექტის პოტენცირებისათვის: ოპერაციამდე 2,5 საათით ადრე შეიძლება კოქტეილის მიღება 50 მგ პიპოლფენის შემცველობით. აუცილებლობის შემთხვევაში ეს დოზა შეიძლება 1 საათში განმეორდეს. პრომეთაზინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 150მგ-ს. ბავშვებში არ არის რეკომენდებული ბავშვებისათვის 2 თვის ასაკამდე! 2 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებს შეიძლება ინტრავენურად დაენიშნოთ 0,5 - 1 მგ/კგ სხეულის წონაზე 3-5 - ჯერ დღეში. მძიმე შემთხვევებში შეიძლება ერთჯერადი დოზის გაზრდა 1-2 მგ/კგ სხეულის წონაზე ინტრავენურად.

ჭარბი დოზირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმპტომები: ძილიანობა, დეზორიენტაცია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, კოლაფსი, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, კრუნჩხვები, სუნთქვის გაძნელება და კომა. მკურნალობა: ანტიდოტის არარსებობის გამო ინიშნება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. შეიძლება აქტივირებული ნახშირის მიცემა და/ან კუჭის ამორეცხვა. გამოხატული ჰიპოტენზიის სამკურნალოდ გამოიყენება ნორადრენალინი ან ფენილეფრინი. ადრენალინს შეუძლია ჰიპოტენზიის გამაძლიერებელი პარადოქსული ეფექტის გამოწვევა. კრუნჩხვები უნდა მოიხსნას ბენზოდიაზეპინების შეყვანით. დიალიზი უსარგებლოა.

გვერდითი მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

- ნევროლოგიური: სედატიური ეფექტი, ძილიანობა, მხედველობის სიმახვილის დარღვევა, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა, დეზორიენტაცია და, ასევე, ძირითადად მაღალი დოზების მიღების ან პარენტერული შეყვანის შემდეგ - ექსტრაპირამიდული სიმპტომები (ოკულოგირული კრიზი, კისერმრუდობა, ენის გამოვარდნა). - გულ-სისხლძარღვთა სისტემა: შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება. - კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, პირის სიმშრალე. - სისხლმბადი სისტემა: იშვიათად აღინიშნება თრომბოციტოპენია და/ან ლეიკოპენია - სხვა: გამონაყარი კანზე და/ან ფოტოსენსიბილიზაცია.

გამოშვების ფორმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

10 ამპულა 2 მლ მოცულობით შეფუთულია მუყაოს დასაკეც კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15 - 250C, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარგისიანობის ვადა ნაჩვენებია შეფუთვაზე. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე ნაჩვენები ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეცეპტით

მწარმოებელი ფარმაცევტული ქარხანა ეგისი ს.ს. უნგრეთი