პინკ ფლოიდის გამოუცემელი მასალის სია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან პინკ ფლოიდის იშვიათი სიმღერები)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრიტანული პროგრესული როკ ჯგუფი პინკ ფლოიდი ცნობილია იმით, რომ ჩაწერილი აქვს არაერთი კომპოზიცია, რომელიც ოფიციალური სახით არასოდეს გამოცემულა. მოცემულ სიაში წარმოდგენილია მხოლოდ ისეთი კომპოზიციები, რომელთა არსებობა ოფიციალურად არის დადასტურებილი. ჩანაწერთა დიდი ნაწილი წარმოდგენილია სხვადასხვა ბუტლეგზე.

სიდ ბარეტის პერიოდის გამოუცემელი მასალა[რედაქტირება]

(I'm A) King Bee[რედაქტირება]

(I'm A) King Bee არის ჯგუფის ერთ-ერთი პირველი სიმღერა. მისი ორიგინალის ავტორია სლიმ ჰარპო. ერთადერთი ჩანაწერი ვრცელდება ბუტლეგების მეშვეობით.

Lucy Leave[რედაქტირება]

Lucy Leave არის ჯგუფის ერთ-ერთი პირველი სიმღერა, რომელიც დაიწერა და ჩაიწერა 1965 წელს. მისი ავტორია სიდ ბარეტი. სიმღერა ჩაიწერა იმ პერიოდში, როდესაც ჯგუფში ჯერ კიდევ იყო ბობ კლოუზი. ერთადერთი ჩანაწერი ვრცელდება ბუტლეგების მეშვეობით.

Butterfly[რედაქტირება]

Butterfly (იგივე Flutter By Butterfly) არის პინკ ფლოიდის ერთ-ერთი პირველი ჩანაწერი. იგი არსად არ გამოცემულა.[1]

Remember Me[რედაქტირება]

Remember Me [2] — ერთ-ერთი ხუთი ადრეული კომპოზიციიდან, რომლებიც ჩაწერილი იქნა ჯგუფის ორიგინალური შემადგენლობის მიერ 1965 წლის დასაწყისში. დაიწერა 1964 წელს სიდ ბარეტის მიერ.

Double O Bo[რედაქტირება]

Double O Bo არის ერთ-ერთი პინკ ფლოიდის ოთხი იშვიათი სიმღერიდან, რომელიც ჩაწერილი იქნა ადრინდელ სესიებზე. სიმღერის ავტორი ბარეტია და იგი არსად ოფიციალურად არ გამოცემულა. სიმღერის სახელწოდებაში გადათამაშებულია ბობ დიდლის სახელ-გვარი. ასევე ცნობილია, რომ მასში „ერთმანეთში არეულია ბო დიდლი და 007-ის თემა.“ [3]

Walk With Me Sydney[რედაქტირება]

Walk With Me Sydney[2] არის როჯერ უოტერსის მიერ 1965 წელს დაწერილი სიმღერა. სათაური აღებულია ჯგუფის Hank Ballard and the Midnighters სიმღერის Work With Me Henry მიხედვით, მაგრამ სიმღერა ორიგინალურ კომპოზიციას წარმოადგენს. დაიწერა ჯულიეტ გეილისა (შემდგომში - რიჩარდ რაიტის მეუღლის) და სიდ ბარეტისათვის.

არსებობდა ინფორმაცია, თითქოს სიმღერის ჩანაწერი დაკარგული იყო. თუმცა ჯგუფის კამპანიის Why Pink Floyd...? ფარგლებში იშვიათი ჩანაწერების ძიებისას რიჩარდ რაიტის მეგობრის არქივში აღმოჩენილი იქნა მისი ჩანაწერი[4]

I Get Stoned (Stoned Alone)[რედაქტირება]

I Get Stoned არის სიდ ბარეტის სიმღერა, ჩაწერილი 1966 წლის შემოდგომაზე. სავარაუდოდ, პირველი სტრიქონებია „Living Alone/I Get Stoned“. სიმღერის ძირითადი ფირები დაკარგულია, თუმცა „Living Alone“-ის სათაურით 2 სიმღერიანი დემო ფირი ჩაიწერა სიდის ალბომის Barrett მომზადების პერიოდში, 1970 წელს. ცნობილია, რომ ეს 2 სიმღერიანი დემო კვლავ ინახება EMI-ს არქივში.

Let's Roll Another One[რედაქტირება]

Let's Roll Another One არის სიდ ბარეტის სიმღერა, რომელიც მოგვიანებით გამოვიდა, როგორც Candy And A Currant Bun. მასში ჟღერს ორიგინალური ტექსტი, რომელიც ჰალუცინოგენების თემის ჭარბი ციტირების გამო შეცვლილი იქნა.

She Was A Millionaire[რედაქტირება]

She Was A Millionaire სიდ ბარეტის სიმღერაა, რომელიც ჩაიწერრა ები როუდის სტუდიაში, 1967 წლის აპრილში და დაგეგმილი იყო See Emily Play-ს შემდეგ სინგლის სახით გამოსაცემად. ცნობილია, რომ პირველი სტრიქონები იყო „She Was A Millionaire/She Had Some Time To Spare“. ინსტრუმენტული ნაწილი ჩაწერილი იქნა პინკ ფლოიდის მიერ, მაგრამ ძირითადი ფირები სავარაუდოდ წაიშალა. მიუხედავად ამისა, სიმღერის ელემენტები მოხვდა ბარეტის სოლო კომპოზიციაში „Opel“, რომელიც 1969 წელს ჩაიწერა. სიდის მიერ ალბომზე Barrett 1970 წელს მუშაობისას ჩაიწერა პირობითი ინსტრუმენტული ვერსიაც (მიკროფონისგან მოშორებით წაღიღინებული ტექსტით). საბოლოოდ, სიმღერა დაუსრულებელი დარჩა, თუმცა 1970 წლის ინსტრუმენტული ვერსია ინახება EMI-ს არქივში.

Scream Thy Last Scream[რედაქტირება]

Scream Thy Last Scream არის სიდ ბარეტის სიმღერა. დაიწერა See Emily Play-ს შემდეგ სინგლის სახით გამოსაცემად. იწერებოდა იმავე პერიოდში, რაც Set The Controls For The Heart Of The Sun, 1967 წლის 7-8 აგვისტოს.

სიმღერა აღსანიშნავია ცვალებადი ტემპით, სიდის ორმაგი ვოკალის აჩქარებული ჩანაწერით. ძირითად სტროფებს ასრულებს ნიკ მეისონი[5], რაც პინკ ფლოიდის სიმღერებში იშვიათია. ასევე ჟღერს ინსტრუმენტული სექცია, რომლის ტემპიც მატულობს, ახლავს გიტარის და კლავიშიანი ინსტრუმენტები სოლო wah-wah ეფექტით და სურეალისტური ტექსტი. სიდ ბარეტის ხმა გამოკვეთილად ისმის მხოლოდ ერთ სტრიქონში - „she'll be scrubbing bubbles on all fours“.

სიმღერის საბოლოო სტუდიური ვერსია ჩაიწერა BBC-ს რადიოეთერისათვის (სხვა ჩანაწერებთან ერთად). იგი ვრცელდება ბუტლეგურ ჩანაწერებზე.

Untitled[რედაქტირება]

უსათაურო ინსტრუმენტული კომპოზიცია, რომელიც ჩაიწერა სტუდიაში Sound Techniques, 1967 წლის სექტემბერში. მისი პირველი 90 წამი წარმოდგენილია ბუტლეგურ ჩანაწერებზე, სადაც იგი ცნობილია „Sunshine“-ის სახელით. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ ოფიციალური სახელწოდება მას არ ჰქონია.

Vegetable Man[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Vegetable Man.

Vegetable Man არის სიდ ბარეტის სიმღერა, რომელიც 1967 წლის 9-12 ოქტომბერს იწერებოდა - სავარაუდოდ, ალბომში A Saucerful of Secrets შესატანად. ამავე პერიოდში ჩაიწერა სიმღერები Paint Box, Scream Thy Last Scream და Jugband Blues.

In The Beechwoods[რედაქტირება]

In The Beechwoods არის ჯგუფის მიერ 1967 წელს სტუდიაში De Lane Lea ჩაწერილი ერთ-ერთი სიმღერის ინსტრუმენტული თანხლება. დაიწერა 1967 წელს, სიდ ბარეტის მიერ. საბოლოოდ, დატოვებული იქნა ინსტრუმენტული სახით. გრძელდება 4 წუთს და 47 წამს და ოფიციალურად არ გამოცემულა. ნიკ მეისონის თქმით, ეს კომპოზიცია შეიქმნა სინგლის See Emily Play გამოსვლის შემდეგ.

John Latham[რედაქტირება]

John Latham — ჯგუფის ერთ-ერთი სიმღერის თანმხლები ინსტრუმენტული კომპოზიცია, რომელიც ჩაიწერა 1967 წელს, სტუდიაში De Lane Lea.

Intremental[რედაქტირება]

Intremental — ჯგუფის ერთ-ერთი სიმღერის თანმხლები ინსტრუმენტული კომპოზიცია, რომელიც ჩაიწერა 1967 წელს, სტუდიაში De Lane Lea. ვარაუდობენ, რომ ეს არის კომპოზიციის In The Beechwoods გაგრძელება.

Early Morning Henry[რედაქტირება]

Early Morning Henry არის დემო ვერსია, რომელიც იწერებოდა იგივე პერიოდში, რაც Set The Controls For The Heart Of The Sun - როგორც მითითებულია დევიდ პარკერის წიგნში „Random Precision“, სადაც განიხილება სიდ ბარეტის ჩანაწერები. ავტორმა, თავისივე აღიარებით, სცადა ნიკ მეისონთან დაკავშირება, რათა დაედგინა, თუ რა იყო ეს სიმღერა, თუმცა მეისონს მასზე არაფერი ახსოვდა. ითვლება, რომ სიმღერის ძირითადი ფირი დაკარგულია.

Have You Got It, Yet?[რედაქტირება]

Have You Got It, Yet? — სიდ ბარეტის მიერ დაწერილი, დაუსრულებელი სიმღერა. იქმნებოდა იმ პერიოდში, როდესაც პინკ ფლოიდი ხუთკაციანი შემადგენლობით არსებობდა (დევიდ გილმორის ჩათვლით). ამ პერიოდში ბარეტს, რომლის გონებრივი მდგომარეობა და გართულებული ხასიათი ჯგუფს პრობლემებს უქმნიდნენ, ურჩიეს შინ დარჩენა და სიმღერების წერა. დაგეგმილი იყო, რომ იგი ჯგუფისათვის სიმღერებს ისევე შექმნიდა, როგორც ბიჩ ბოიზის წევრი ბრაიან უილსონი, რომელიც ასევე შინაურ პირობებში მუშაობდა.

ბარეტის არაპროგნოზირებადი ქცევა და იუმორის იდიოსინკრეზული გრძნობა საბოლოო ჯამში აისახა Have You Got It, Yet?-ში. როდესაც ჯგუფის სხვა წევრებმა სცადეს სიმღერის გაცნობა და შესრულება, სიდი ცვლიდა მელოდიასა და სტრუქტურას და სხვები ვერ მიჰყვებოდნენ მის ჩანაფიქრს. სიმღერისას სიდი იმეორებდა ფრაზას „Have You Got It Yet?“ (ქართ. უკვე მიხვდით?), სხვები კი პასუხობდნენ - „No, no!“ (ქართ. უკვე მიხვდით?). ჯგუფიდან წასვლამდე ეს იყო სიდის მიერ სიმღერის დაწერის უკანასკნელი მცდელობა. ფილმში „The Pink Floyd and Syd Barrett Story“ როჯერ უოტერსი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სიდი სიმღერას შესასწავლად სულ უფრო და უფრო შეუძლებელ მასალად აქცევდა, მან (უოტერსმა) გადადო ბას გიტარა, დატოვა ოთახი და აღარასოდეს დაუკრავს სიდთან. ჯგუფის ან ბარეტის მიერ სიმღერის საბოლოო ვერსია არ ჩაწერილა.

Pink Theme[რედაქტირება]

Pink Theme არის ჯგუფის კომპოზიცია, რომელიც სრულდებოდა 1966 წელს. ვარაუდობენ, რომ იგი ინსტრუმენტული ნომერი იყო. ჯგუფმა ის ჩაწერა ლონდონში, ყველა წმინდანის სახელობის საეკლესიო დარბაზში, 1966 წლის 14 ოქტომბერს. თუმცა, ეს ან სხვა ჩანაწერი არსად მოიპოვება.

Flapdoodle Dealing[რედაქტირება]

Flapdoodle Dealing არის ჯგუფის კომპოზიცია, რომელიც სრულდებოდა 1966 წელს. ვარაუდობენ, რომ იგი ინსტრუმენტული ნომერი იყო, რომლის სათაური როჯერ უოტერსს ეკუთვნოდა. ჯგუფმა ის ჩაწერა ლონდონში, ყველა წმინდანის სახელობის საეკლესიო დარბაზში, 1966 წლის 14 ოქტომბერს. ეს ან სხვა ჩანაწერი არსად მოიპოვება.

Reaction in G[რედაქტირება]

„Reaction in G“, რომელსაც ხოლმე შეცდომით უწოდებენ „Stoned Alone“პინკ ფლოიდის იშვიათი ინსტრუმენტული კომპოზიცია. მისი ნაწყვეტების მოსმენა შესაძლებელია პინკ ფლოიდის ბუტლეგებზე. თავად კომპოზიცია არის ჯგუფის ცინიკური პასუხი მოყვარულებისა და პრომოუტერების თხოვნაზე, კონცერტებზე დაეკრათ ცნობილი სიმღერები Arnold Layne და See Emily Play (რასაც ჯგუფი პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა). როგორც წესი, კონცერტებზე „Reaction in G“ წარმოდგენილი იყო თავისუფალი მუსიკალური იმპროვიზაციის სახით.

თავისებური ინტერპრეტაცია მსმენელს შესთავაზა სიდის მოყვარულმა რობინ ჰიჩკოკმა - ეს მოხდა 2007 წლის კონცერტზე Games for May. ამ კონცერტებზე შესრულებული მასალა თავისუფალი და ლეგალური სახით ვრცელდება ინტერნეტის მეშვეობით (იხილეთ ბმულები).

One In A Million[რედაქტირება]

One In A Million (ასევე ცნობილი, როგორც Rush In A Million, Once In A Million, Rust In A Million და Brush Your Window) არის ჯგუფის სიმღერა, რომელიც 1967 წელს სრულდებოდა. ცნობილია რომ ჩაიწერა კოპენჰაგენში, 1967 წლის 13 სექტემბერს გამართულ კონცერტზე. მოიპოვება ბუტლეგურ ჩანაწერებზე.

გვიანდელი პერიოდის გამოუცემელი მასალა[რედაქტირება]

Incarceration of a Flower Child[რედაქტირება]

1968 წელს როჯერ უოტერსის მიერ დაწერილი სიმღერა, რომელიც პინკ ფლოიდის მიერ არასოდეს ჩაწერილა. სავარაუდოდ, მისი ტექსტი სიდ ბარეტის შესახებ არის, მაგრამ უოტერსს ეს არ დაუდასტურებია. სიმღერა საბოლოოდ ჩაიწერა მერიან ფეიტფულის მიერ, 1999 წლის ალბომისთვის Vagabond Ways. მისი პირველი სტრიქონების თანმხლები მელოდია და ტექსტი სიმღერის Your Possible Pasts იდენტურია (ალბომიდან The Final Cut).

Moonhead[რედაქტირება]

„Moonhead“, რომელსაც ხოლმე უწოდებენ Trip on Mars, არის პინკ ფლოიდის დაკარგული კომპოზიცია, რომელიც კომპანია BBC-მ ეთერში 1969 წელს, ხომალდ „აპოლონ 11“-ის მთვარეზე დაშვებისას გადასცა. გადაცემას ერქვა „But what if it's made of green cheese?“. სიმღერა დაიწერა 1969 წელს, მხოლოდ ამ გადაცემისათვის და არსად გამოცემულა. ის შესრულდა 1970 წლის რამდენიმე კონცერტზე. ჩანაწერის მოძიება შესაძლებელია ჯგუფის სხვადასხვა ბუტლეგზე.

Seabirds[რედაქტირება]

Seabirdsროჯერ უოტერსის მიერ შექმნილი სიმღერა, რომელიც შეტანილია ფილმში მეტი. პინკ ფლოიდის მიერ ამ ფილმისათვის ჩაწერილი მუსიკა შეტანილია ალბომში Soundtrack from the Film More, თუმცა თავად სიმღერა ოფიციალური ჩანაწერის სახით არსად მოიძიება. მისი მოსმენა შესაძლებელია მხოლოდ ბუტლეგებზე.

Hollywood[რედაქტირება]

Hollywood არის დევიდ გილმორის მიერ დაწერილი მოკლე, 38 წამიანი ინსტრუმენტული კომპოზიცია. დაგეგმილი იყო მისი ფილმის „მეტი“ საუნდტრეკში შეტანა. საბოლოოდ, ალბომში იგი არ მოხვედრილა, მაგრამ ჟღერს ფილმში. თითქმის არ მოიპოვება ბუტლეგურ ჩანაწერებზე.

Stefan's Tit[რედაქტირება]

Stefan's Tit არის გამოუცემელი სიმღერა ალბომის More ჩაწერის სესიებიდან.

Paris Bar[რედაქტირება]

სხვა გამოუცემელი სიმღერა ალბომის More ჩაწერის სესიებიდან.

Theme (Dramatic Version)[რედაქტირება]

გამოუცემელი სიმღერა ალბომის More ჩაწერის სესიებიდან.

Theme (Beat Version)[რედაქტირება]

გამოუცემელი სიმღერა ალბომის More ჩაწერის სესიებიდან.

Alan's Blues[რედაქტირება]

Alan's Blues არის ინსტრუმენტული ბლუზური კომპოზიცია, რომელიც პირველად ფილმისათვის „ზაბრისკი პოინტი“, 1969 წლის დეკემბერში ჩაიწერა. ეს ვერსია 1997 წელს, ფილმის საუნდტრეკის ვრცელ ვერსიასთან ერთად გამოიცა, სათაურით „Love Scene 6“. 1970 წელს იგი სრულდებოდა კონცერტებზე, საუნდტრეკის სხვადასხვა ინსტრუმენტულ კომპოზიციასთან, მაგრამ მოგვიანებით საკონცერტო პროგრამიდან ამოღებული იქნა. 1972 წელს იგი სრულდებოდა ბისზე. შესაძლოა, ჩაწერილი იქნა 1971 წელს. მოიპოვება საკონცერტო ბუტლეგურ ჩანაწერებზე, ხშირად - სათაურით „Pink Blues“.

The Violent Sequence[რედაქტირება]

„The Violent Sequence“ იყო რიჩარდ რაიტის მიერ შექმნილი საფორტეპიანო ინსტრუმენტული კომპოზიცია, რომელიც განკუთვნილი იყო ფილმში „ზაბრისკი პოინტი“, ქუჩის შეტაკებების სცენებში შესატანად. მელოდია იქცა სიმღერის Us and Them ძირითად საყრდენად. 1970 წელს კომპოზიციას კომპოზიცია კონცერტებზე სრულდებოდა. ნაწყვეტი ჟღერს დოკუმენტურ ფილმში The Making of The Dark Side of the Moon. მთლიანი კომპოზიცია პირველად ოფიციალურად გამოიცა 2011 წელს, კამპანიის Why Pink Floyd...? ფარგლებში, ალბომის The Dark Side of the Moon „Immersion“ გამოცემასთან ერთად.

Fingal's Cave[რედაქტირება]

გამოუცემელი კომპოზიცია ფილმის „ზაბრისკი პოინტი“ საუნდტრეკის ჩაწერის პერიოდიდან, ალტერნატიული სათაურით Take Off, Version I. დაგეგმილი იყო მისი შეტანა სცენაში, სადაც თვითმფრინავის აფრენა არის ნაჩვენები. კომპოზიცია შეტანილია სხვადასხვა ბუტლეგურ ჩანაწერზე. მიიჩნეოდა, რომ სათაური (რომელიც მომდინარეობს ფინგალის გამოქვაბულის სახელწოდებიდან) მოყვარულთა გამოგონილია, თუმცა სტუდიური დოკუმენტები ამას უარყოფენ.

Rain in the Country[რედაქტირება]

გამოუცემელი კომპოზიცია ფილმის „ზაბრისკი პოინტი“ საუნდტრეკის ჩაწერის პერიოდიდან. ჩაწერილია 1969 წელს და ეფუძნება დევიდ გილმორის სოლო კომპოზიციას The Narrow Way (ალბომიდან Ummagumma). საუნდტრეკსა და ფილმში გამოყენებული არ იქნა, მაგრამ შეტანილია ბუტლეგურ ჩანაწერებში. განსხვავებული ვერსიას ოფიციალურად გამოვიდა საუნდტრეკის 2 დისკიან გამოცემაზე (1997).

Take Off, Version II[რედაქტირება]

გამოუცემელი კომპოზიცია ფილმის „ზაბრისკი პოინტი“ საუნდტრეკის ჩაწერის პერიოდიდან. დაიწერა იგივე სცენისათვის, რომელშიც უნდა შესულიყო Fingal's Cave (რომელსაც, თავის მხრივ, „Take Off, Version I“ ეწოდებოდა). სტუდიური სესიების ერთ-ერთი ნაწყვეტი ამ კომპოზიციის ჩანაწერით ჰგავს Crumbling Land-ის მელოდიას. სხვადასხვა ბუტლეგურ ჩანაწერზე ორივე ნომერი ერთად არის წარმოდგენილი.

Oenone[რედაქტირება]

ვრცელი ინსტრუმენტული კომპოზიცია, რომელიც დაგეგმილი იყო ფილმის „ზაბრისკი პოინტი“ ერთ-ერთ, უდაბნოში სქესობრივი აქტის ამსახველ სცენაში შესატანად. ჩაიწერა მისი სამი დუბლი - Love Scene No. 1, Love Scene No. 2 და Love Scene No. 3. ყოველი მათგანი ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ სამივეში ჟღერს ორგანისა და გიტარის მოტივი. Oenone მომდინარეობს ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟის სახელიდან. სხვადასხვა ბუტლეგურ ჩანაწერზე ასევე მითითებულია სათაური Oneone.

Corrosion in the Pink Room[რედაქტირება]

„Corrosion in the Pink Room“ არის კომპოზიცია, რომლის ავტორები არიან როჯერ უოტერსი, დევიდ გილმორი, რიჩარდ რაიტი და ნიკ მეისონი. ეს არის ინსტრუმენტული ნომერი, რომელიც 1970-იანი წლების დასაწყისში ჯგუფის კონცერტებზე სრულდებოდა. წარმოადგენს ავანგარდულ კოლაჟს, რომელშიც გაერთიანებულია რაიტის მიერ ფორტეპიანოზე შესრულებული მელოდია, როჯერ უოტერსის სკეტ ვოკალი (კომპოზიის Several Species of Small Furry Animals Gathered Together in a Cave and Grooving with a Pict მსგავსად), Funky Dung-ის მსგავსი ფანკური იმპროვიზაცია და ვეშაპების მსგავსი ხმები, რომლებიც ასევე ჟღერს სიმღერებში Embryo და Echoes. მიუხედავად იმისა, რომ კომპოზიცია ოფიციალურად არ გამოცემულა, არსებობს მისი ვიდეოჩანაწერი.

The Merry Xmas Song[რედაქტირება]

The Merry Xmas Song არის ნიკ მეისონის მიერ 1969 წელს ჩაწერილი სიმღერა. ეს BBC-ს რადიოსადგურისათვის იქნა ჩაწერილი. აღსანიშნავია, რომ ეს ერთ-ერთია ჯგუფის ოთხი სიმღერიდან, რომლებშიც ჟღერს ნიკის ვოკალი. სიმღერა მხოლოდ ბუტლეგურ ჩანაწერებზე მოიპოვება.

Bitter Love[რედაქტირება]

დაიწერა როჯერ უოტერსის მიერ. სიმღერა ეძღვნება უსიამოვნო გამოცდილებას, რომელიც ჯგუფმა შეიძინა ჟურნალში გამოქვეყნებული, სასმელის Gini რეკლამის შემდეგ. სპეციალურად ამ რეკლამისათვის პინკ ფლოიდის წევრებმა რამდენიმე პრომო-ფოტოსურათი გადაიღეს. ტექსტში საუბარი იყო სულის უდაბნოში გაყიდვაზე. ცნობილია მისი მეორე სათაურიც, How Do You Feel?

გარდა ამისა, არსებობს ვარაუდი, რომ Bitter Love იყო რეკლამისათვის ჩაწერილი სიმღერა, ხოლო How Do You Feel? იყო სწორედ ის, რაც როჯერმა დაწერა წარუმატებელ სარეკლამო კამპანიასთან დაკავშირებით.

Drift Away Blues[რედაქტირება]

Drift Away Blues არის პირობითი სათაური, რომლითაც ცნობილია ჯგუფის მიერ 1977 წლის 6 ივლისს, მონრეალში, ბისზე შესრულებული ბლუზური იმპროვიზაცია. კომპოზიციას წინ უსწრებდა დამქანცველი საკონცერტო ტურნე.

ჯგუფის 1977 წლის ტურნე In the Flesh იყო პირველი, რომელიც მოიცავდა დიდ სტადიონებს. 1977 წლის ივლისში, მონრეალში გამართული შოუს დროს მოყვარულთა მცირე ჯგუფი, რომელიც სცენის წინ იმყოფებოდა, თავისი ყვირილით იმდენად გამაღიზიანებლად მოქმედებდა როჯერზე, რომ მან მოთმინება დაკარგა და ერთ-ერთ მათგანს შეაფურთხა. შემდეგ უოტერსმა გამოაცხადა: „ვინაიდან საკუთარ სიმღერებს ვეღარ ვუკრავთ, აი ამ მუსიკის თანხლებით შინ წავიდეთ“. დევიდ გილმორი ინციდენტით გაღიზიანებული იყო და სცენა დატოვა. ბლუზის სამოყვარულო ჩანაწერი ბუტლეგურ ჩანაწერებშია შეტანილი.

Overture[რედაქტირება]

Death Disco[რედაქტირება]

ალბომში The Wall შესატანად დაგეგმილი კომპოზიცია, რომელშიც რადიო დიჯეი მაყურებლებს დასცინოდა. სხვადასხვა წყარო არასწორად უთითებს მის სათაურს, როგორც The Death of Disco ან The Death of Cisco.

What Shall We Do Now?[რედაქტირება]

გამოუცემელი სტუდიური ვერსია, რომელიც დაგეგმილი იყო ალბომში The Wall შესატანად. გამოცემის წინ იგი ამოღებული იქნა გრამფირფიტის ხანგრძლივობის შეზღუდული დროის გამო. 1980-1981 წლების კონცერტებზე და როჯერ უოტერსის ტურნეზე The Wall Liveსრულდებოდა სიმღერის Empty Spaces შემდეგ.

Peace Be with You[რედაქტირება]

Peace Be with You დაიწერა დევიდ გილმორის მიერ. სავარაუდოდ, ეძღვნებოდა როჯერ უოტერსის მიერ ჯგუფის დატოვებას. ჩაიწერა ალბომზე A Momentary Lapse Of Reason მუშაობისას, მაგრამ მასში შეტანილი არ იქნა, ვინაიდან უოტერსისა და ყოფილ კოლეგებს შორის სასამართლო დავები მიმდინარეობდა. ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა, რომელიც ჯგუფს უოტერსის წასვლის შემდეგ დაუწერია.[6] მისი ბუტლეგური ჩანაწერები არ არსებობს.

გამოუცემელი ალბომები[რედაქტირება]

„კომიტეტი“ - საუნდტრეკი[რედაქტირება]

ერთ დროს დაგეგმილი იყო ფილმში „კომიტეტი“ შეტანილი მუსიკალური ჩანაწერების კრებულის გამოცემა. ამ ფილმისათვის ჯგუფმა ჩაწერა რამდენიმე უსათაური კომპოზიცია. ფილმში ასევე ჟღერს ჯგუფის The Crazy World of Arthur Brown სიმღერა „Nightmare“.

ბუტლეგური ჩანაწერები (როგორც გრამფირფიტებისა, ასევე კომპაქტ დისკების სახით) ჯგუფის მოყვარულთა მიერ იქნა გავრცელებული. მოპოვებული მასალა ხანგრძლივობით შეადგენს სტანდარტული გრამფირფიტის ერთ მხარეს. ვარაუდობენ, რომ ამის გამო მისი გამოცემა კომერციულად მომგებიანი არ იქნებოდა.

„ზაბრისკი პოინტი“ - საუნდტრეკი[რედაქტირება]

2011 წელს ბუტლეგური ჩანაწერების განხილვისა და გაცვლის ერთ-ერთ ფორუმზე გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ფილმის „ზაბრისკი პოინტი“ საუნდტრეკის გამოცემა დაგეგმილი იყო განსხვავებული სახით - მხოლოდ პინკ ფლოიდის მუსიკით (რომლის ნაწილი არ იქნა შეტანილი ფილმში). გავრცელებული ინფორმაციით, კომპოზიციების სია უნდა ყოფილიყო ასეთი:

  1. Heart Beat, Pig Meat
  2. Country Song
  3. Fingal's Cave
  4. Crumbling Land
  5. Alan's Blues
  6. Oenone
  7. Rain In The Country
  8. Come In No. 51, Your Time Is Up

Household Objects[რედაქტირება]

ალბომის The Dark Side of the Moon წარმატების შემდეგ ჯგუფი ერთგვარ კრიზისში იმყოფებოდა და სცადა ექსპერიმენტული დისკის, Household Objects ჩაწერა. მუსიკალური ბგერების მისაღებად ჯგუფის წევრები სტუდიაში ატარებდნენ ცდებს შინაური მოხმარების სხვადასხვა ნივთთან - ხელის მიქსერებთან, რეზინის ფირებთან, ჭიქებთან და ა.შ. სხვადასხვა მიზეზის გამო, ალბომზე მუშაობა შეწყვიტეს.

ჯგუფის კამპანიის Why Pink Floyd...? ფარგლებში 2011 წლის სექტემბერსა და ნოემბერში გამოიცა ორი კომპოზიცია ამ სესიებიდან - „The Hard Way“ და „Wine Glasses“.

Spare Bricks / The Final Cut[რედაქტირება]

ალბომის The Wall მიხედვით შექმნილი ფილმის „პინკ ფლოიდი: კედელი“ (1982) გადაღების პერიოდში ჯგუფს დაგეგმილი ჰქონდა სპეციალური ფილმისათვის ჩაწერილი სიმღერებისგან შედგენილი ინდივიდუალური ალბომის გამოცემა. მასში ასევე დაგეგმილი იყო ალბომის პერიოდში სტუდიაში ჩაწერილი დემო ვერსიების შეტანა. ალბომის ორიგინალური სათაური უნდა ყოფილიყო „Spare Bricks“ (ქართ. სათადარიგო აგურები), თუმცა მოგვიანებით იგი The Final Cut-ით შეცვალეს.

The Big Spliff[რედაქტირება]

The Big Spliff არის ემბიენტური მუსიკის ჟანრის ალბომი, რომელიც იწერებოდა ალბომის The Division Bell პარალელურად. ჯგუფის წევრები აპირებდნენ მის გამოცემას,[7] მაგრამ ჩანაფიქრზე უარი თქვეს.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Watkinson, Mike; Pete Anderson. Crazy Diamond: Syd Barrett & the Dawn of Pink Floyd, გვ. 32. 
  2. 2.0 2.1 Chapman, Rob. Syd Barrett A Very Irregular Head, გვ. 65. 
  3. Mason, Nick. Inside Out: A Personal History of Pink Floyd, გვ. 26. 
  4. http://archive.is/20120911094424/www.spinner.com/2011/07/14/pink-floyd-box-set-interview/
  5. Mason, Nick. Inside Out: A Personal History of Pink Floyd (Weidenfeld & Nicolson, 2004). ISBN 978-0-29784-387-0.
  6. http://floydlyrics.blogspot.com/2010/03/peace-be-with-you.html
  7. Mason, Nick. Inside Out: A Personal History of Pink Floyd, გვ. 315.