პინიოსი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
პინიოსი |
|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 216 კმ |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | პინდის მთები |
| ჩაედინება | ეგეოსის ზღვა |
| ქვეყნები | |
პინიოსი (ბერძნ. Πηνειός) — მდინარე საბერძნეთში. თესალიის უდიდესი მდინარე. სიგრძე 216 კმ. სათავეს იღებს პინდის მთებში. ერთვის ეგეოსის ზღვის თერმეკოსის ყურეს. სათავეში მთის მდინარეა, დაახლოებით ქალაქ ტრიკალამდე აქვს სამხრული მიმართულება, შემდეგ ძირითადად მოიხრება აღმოსავლეთისაკენ, ქვემო დინებაში მდინარის ნაპირზე გაშენებულია ქალაქი ლარისა, აქ მდინარეს ფართო ხეობა აქვს.
პინიოსი შუა და ქვემო დინებაში მარჯვნიდან რამდენიმე მნიშვნელოვან შენაკადებს ღებულობს და შეერთვის თერმეკოსის ყურეს კარიცას ჩრდილოეთით. ქვემო დინებაში ხეობა ვიწროა, მისგან სამხრეთით აღმართულია მთა ოსა (ზღვის დონიდან 1978 მ).
მდინარეს სახელი ეწოდა ღმერთის (Peneus) სახელიდან გამომდინარე და XI საუკუნეში ცნობილი იყო როგორც სალამბრია. პინიოსის ძველი სახელწოდებაა პენეიოსი.