პილპილისებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| პილპილისებრნი | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Piperaceae | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
|
|
პილპილისებრნი (Piperaceae), ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. სწორმდგომი ან მცოცავი ბუჩქები და ბალახებია, იშვიათად — პატარა ხეები. აქვთ მთლიანი, მორიგეობით განლაგებული ხორცოვანი ფოთლები. წვრილი, უყვავილსაფრო, ორსქესიანი ან იშვიათად ერთსქესიანი ყვავილები შეკრებილია მკვრივ თავთავებად. ნაყოფი კენკრასებრი ან კურკიანასებრია. პარენქიმულ ქსოვილში ეთერზეთოვანი ჯირკვლები აქვთ. 10-12 გვარის 2000-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ძირითადად ტროპიკებში. დიდი გვარებია პილპილი და პეპერომია (Peperomia , თავისი 600-მდე სახეობით), რომლის ზოგიერთი სახეობა მოშენებულია დეკორატიულ მცენარედ.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 8, გვ. 63, თბ., 1984
სტატიის