პიკო-31-დე-მარკო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პიკო-და-ნებლინა

პიკო-და-ნებლინა
მდებარეობა ბრაზილია; ვენესუელა
სიმაღლე 2,973 მ.
ქედი იმერის ქედი
ასაკი უცნობი
პირველი ასვლა 1965,
უმარტივესი მარშრუტი სან-გაბრიელ-და-კაშუერას ქალაქიდან, მდინარე ლაზინოს გაყოლებით,


პიკო-31-დე-მარკო — მთა ბრაზილია-ვენესუელის საზღვარზე. ზღვის დონიდან 2973 მ სიმაღლით არის ბრაზილიის სიდიდით მეორე მთა. ის პიკო-და-ნებლინას მთათა მასივის ნაწილს წარმოადგენს. პიკო-31-დე-მარკო შეიძლება განხილული იქნეს როგორც პიკო-და-ნებლინას მეორე მწვერვალი. შესაბამისად ექსპედიციები ამ მწვერვალზე ადიან მაშინ როდესაც ისინი მიდიან პიკო-და-ნებლინაზე. ეს ორი მწვერვალი ერთმანეთს დაკავშირებულია პატარა უნაგირით, რომლის დაფარვაც მცირე დროშია შესაძლებელი.

აღმოჩენა[რედაქტირება]

მწვერვალი აღმოაჩინეს 1964 წელს, პიკო-და-ნებლინაზე ბრაზილიის ჯარის ექსპედიციის დროს. სახელი (მარტის 31-ის მაღალი პორტ. ) მიიღო რამდენიმე თვის წინ (31 მარტს) მომხდარი რევოლუციის პატივსაცემად, როდესაც ბრაზილიაში სამხედრო დიქტატურა დამყარდა. 1985 წელს დემოკრატიული ხელისუფლების დაბრუნების მიუხედავად მწვერვალს სახელი არ შესცვლია. მიუხედავად იმისა რომ ეს არის ვენესუელის უმაღლესი მწვერვალი, რომელიც მდებარეობს ანდებს გარეთ, ვენესუელელები თვლიან რომ ეს არის პიკო-და-ნებლინას (ესპ. Cerro de la Neblina) ნაწილი და არ ეძახიან ცალკე სახელს.

მდებარეობა[რედაქტირება]

პიკო-და-ნებლინას მასივი უმაღლესი მწვერვალებია გვიანას მთიანეთში, მაგრამ სახელგანთქმული რორაიმასა და ტეპუისგან განსხვავებით ის არ არის ზეგანი, როგორც უმეტესი ნაწილი გვიანას მთიანეთისა. Neblina როგორც ესპანურად ასევე პორტუგალიურად ნიშნავს ნისლს. მთა შედის პიკო-და-ნებლინას ეროვნულ პარკში; მისი ჩრდილოეთი ფერდი ასევე დაცულია ვენესუელის მხრიდან Serranía de la Neblina National Park პარკში. ეს ორი ტყუპისცალი პარკი, მეზობელ Parima Tapirapecó National Park პარკთან ერთად რომელიც მდებარეობს ვენესუელაში მოიცავენ 80,000 კმ²-ს. ეს არის მსოფლიოში უდიდესი ტროპიკული ტყეების, ეროვნული პარკების სისტემა.

სიმაღლე[რედაქტირება]

39 განმავლობაში მწვერვალის სიმაღლესთან დაკავშირებით არსებობდა მცდარი წარმოდგენა. 1965 წელს ტოპოგრაფი ხოსე ამბროსიოს მიერ ტეოდოლიტით გაზომილი პიკო-31-დე-მარკოს სიმაღლედ ითვლებოდა 2,992 მეტრი. თუმცა 2004 კარტოგრაფი მარკო აურელიოს მიერ გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სისტემით (GPS) ჩატარებულმა უფრო ზუსტმა აზომვამ აჩვენა, რომ მისი სიმაღლე 2,973 მეტრია. დღეისთვის ეს მონაცემი ოფიციალურად აღიარებულია ბრაზილიის ფედერალური მთავრობის გეოგრაფიული ტოპოგრაფიისა და აღწერის სააგენტოს: ბრაზილიის გეოგრაფიისა და სტატისტიკის ინსტიტუტის მიერ. რომელიც მონაწილეობდა აღნიშნული ექცპედიციის დაფინანსებაში. [1]

გეოლოგია და პოტოგრაფია[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]