პიეტრო რიარიო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პიეტრო რიარიო (იტალ.: Pietro Riario) (დ. 1447 - გ. 1474) - იყო იტალიელი არისტოკრატი, სახელმწიფო მოღვაწე და კარდინალი.


პიეტროს მამა პაოლო რიარიო სავონელი არისტოკრატი იყო, ხოლო დედა ბიანკა დელა როვერე რომის პაპის სიქსტ IV-ის და. 1471 წელს ბიძის დახმარებით იგი კარდინალი გახდა. ამასთან ერთად პიტროს წლების განმავლობაში სხვადასხვა მარალი სასულიერო თანამდებობები ეკავა. მათ შორის ტრევიზოს ეპისკოპოსობა, სევილიის და შემდგომ ვალენსიის არქიეპისკოპოსობა და კონსტანტინოპოლის ტიტულარ-პატრიარქობა. 1473 წელს პიეტრო რიარიო ფლორენციის აქიეპისკოპოსი გახდა. პარალელურად მას ეკავა პაპის ფინანსთა განმგებლის პოსტი.

პიეტრო რიარიო ხელოვნებისა და ლიტერატურის მეცენატი და ცნობილი ჰუმანისტი იყო.