პიერ რიშარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიერ რიშარი
Pierre Richard
Pierre Richard 2010 Moscow 02.jpg
პიერ რიშარი 2010 წელს
დაბ. სახელი პიერ რიშარ მორის შარლ ლეოპოლდ დეფე
დაბ. ადგილი ვალანსიენი, საფრანგეთი
დაბ. თარიღი 16 აგვისტო, 1934
საქმიანობა მსახიობი
წლები 1967–დღემდე

პიერ რიშარი (ფრანგ. Pierre Richard; დ. 16 აგვისტო, 1934) — ფრანგი კინომსახიობი. აღიარებულია როგორც საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი და ნიჭიერი კომიკოსი. მოღვაწეობს აგრეთვე როგორც რეჟისორი და იშვიათად როგორც მომღერალი.

დაიბადა 1934 წლის 16 აგვისტოს ქალაქ ვალანსიენში საფეიქრო ქსოვილების მწარმოებლის ოჯახში. აღიზარდა არისტოკრატების შთამომავლის, საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ — ბაბუამისის ოჯახში. მოზარდ ასაკში რიშარი ქალაქ პარიზს გაემგზავრა, სადაც სწავლა დრამატულ კურსებზე დაიწყო. რიშარის ამ გადაწყვეტილებას ბაბუამისი უარყოფითად შეხვდა და სწორედ ეს მიზეზი გახდა რიშარის მიერ ურთიერთობის გაწყვეტა საკუთარ ოჯახთან.

ჩააბარა შარლ დიულენის დრამატულ კურსებზე, ხოლო შემდეგ სტაჟირებას გადიოდა ჟან ვილართან. თეატრში მაინცდამაინც წარმატებას ვერ მაიღწია. ძირითადად მეორეხარისხოვან როლებში უწევდა გამოსვლა. 1967 წელს შედგა რიშარის ერთ-ერთი პირველი კინოდებიუტი ივ რობერის ფილმში „ბედნიერი ალექსანდრე“. შემდეგ წლებში მონაწილეობა მიიღო არაერთ ცნობილ ფილმში. 1976 წელს მთავარი როლი შეასრულა ფრანგულ კომედიური ჟანრის ფილმში „სათამაშო“; აღსანიშნავია აგრეთვე შესრულებული კინოროლები ფილმებში: „უიღბლოები“, „მარცხნივ ლიფტისგან“, „კაქტუსი“ და სხვ. 1997 წელს ქართველმა რეჟისორმა ნანა ჯორჯაძემ გადაიღო ფილმი „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“, ხოლო 2000 წელს „ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა“, სადაც ორივე ფილმში როლი წილად ხვდა რიშარსაც.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]