პიერ ჟანსენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიერ ჟანსენი

პიერ ჟიულ სეზარ ჟანსენი (დ. 22 თებერვალი, 1824, პარიზი — გ. 23 დეკემბერი, 1907, მედონი), ფრანგი ასტრონომი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის (1873) და ლონდონის სამეფო საზოგადოების (1875) წევრი. ციურ სხეულთა სპექტრული ანალიზის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1868 (ჯ. ლოკიერისგან დამოუკიდებლად) შეიმუშავა სპექტრული დაკვირვების მეთოდი, რომლითაც შეიძლება მზის პროტუბერანცების შესწავლა მზის კიდეზე მაშინ, როდესაც დაბნელება არ არის.

ლიტერატურა[რედაქტირება]