პიერ გასკანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიერ გასკანი
დაბადების თარიღი 13 მარტი, 1916(1916-03-13)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი პარიზი
გარდაცვალების თარიღი 20 თებერვალი, 1997(1997-02-20)[1] [2] [3] [4] [5] (80 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლონ-ლე-სონიე
საქმიანობა ჟურნალისტი[4] , სცენარისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი და მწერალი[4]
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა  საფრანგეთი
Magnum opus მხეცები
ჯილდოები გონკურის პრემია, პრინც პიერის პრემია, საფრანგეთის აკადემიის დიდი ლიტერატურული პრემია და Grand prix de littérature de la SGDL

პიერ გასკანი (ფრანგ. Pierre Gascar; დ. 13 მარტი, 1916 — გ. 20 თებერვალი, 1997) — ფრანგი ნოველისტი, დრამატურგი, ჟურნალისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიერ გასკანი (პიერ ფურნიე) დაიბადა 1916 წლის 13 მარტს ქალაქ პარიზში, საფრანგეთი. ომამდე ბევრი სხვადასხვა ხელობა გამოიცვალა. ომის დროს ტყვედ ჩავარდა და კონცენტრაციულ ბანაკში დიდხანს იტანჯა, რაც შემდეგ თავის ნაწარმოებებში აღწერა.

პირველი ნაწარმოები გამოსცა 1949 წელს. ეს იყო ნოველათა კრებული „ავეჯი“. მოთხრობამ „კვდრების ხანა“ 1953 წელს გონკურის პრემია მიიღო. სხვა მოთხრობებიდან აღსანიშნავია „მხეცები“, „ქალები“, „მზიური ქვეყნები“.

რომანებიდან აღსანიშნავია „მარცვალი“, „ქუჩის ბალახი“, „ცოცხალი ქვიშა“.

გასკანის რეპორტაჟები „ღია ჩინეთი“, „მოგზაურობა ცოცხლეთან“ საინტერესოდ, ლაღად არის დაწერილი და რთულ თანამედროვე პრობლემებს ეხება.

პიერ გასკანი გარდაიცვალა 1997 წლის 20 თებერვალს, ლონ-ლე-სონეში, საფრანგეთში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]