პიერ გამარა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიერ გამარა
Pierre Gamarra
დაბ. თარიღი 10 ივლისი, 1919
დაბ. ადგილი ტულუზა, საფრანგეთი
გარდ. თარიღი 20 მაისი, 2009
გარდ. ადგილი არჟანტოი, საფრანგეთი
საქმიანობა რომანისტი, ნოველისტი, პოეტი
ეროვნება ფრანგი

პიერ გამარა (ფრანგ. Pierre Gamarra; დ. 10 ივლისი, 1919, ტულუზა - გ. 20 მაისი, 2009, არჟანტოი) - ფრანგი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

პიერ გამარა დაიბადა 1919 წელს ტულუზაში. სწავლის დასრულების შემდეგ დიდხანს პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს "წინააღმდეგობის" მოძრაობაში ჩაება. ომის შემდეგ ჟურნალისტად მუშაობდა ჯერ ტულუზაში, ხოლო შემდეგ კი პარიზში, ჟურნალ "ევროპაში". 1947 წელს გამოსცა რომანი "ცეცხლოვანი სახლი", შემდეგ "ღარიბი ბავშვები", "სკოლის მასწავლებელი", "სიმონის ცოლი", "პირინეის რაფსოდია", "მკვლელს - გონკურის პრემია". ნოველების კრებულებიდან გამოირჩევა "ადამიანთა ხელები", "მეთუნის სიყვარული". გამარას გამოქვეყნებული აქვს ლექსების კრებულებიც: "ციხე-სიმაგრე არასის სიმღერა", "სიყვარულის სიმღერა".

გამარას ნაწარმოებებში მოქმედება ძირითადად მშობლიური ლანგედოკის პეიზაჟების ფონზე იშლება. მწერალი დიდი სიყვარულით აღწერს სამხრეთის პატარა ქალაქებსა და მის მაცხოვრებლებს, გლეხების მძიმე ცხოვრებას. მისი გმირები უბრალო ადამიანები არიან.

გამარამ დაწერა შესანიშნავი, ჰუმანიზმით გაჟღენთილი პატარა ზღაპრები, რომლებიც ამაღლებულად უმღერიან სიყვარულს, თავისუფლებას, მეგობრობას და რომლებშიც გამოსჭვივის რწმენა ადამიანებისა და მათი მომავლისადმი.

გამარა გარდაიცვალა 2009 წლის 20 მაისს.

ლიტერატურა[რედაქტირება]