პიერ-პერსეს ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიერ-პერსეს ტბა
პიერ-პერსეს ტბა
პიერ-პერსეს ტბა
კოორდინატები: 48°28′ ჩ. გ. 6°55′ ა. გ. / 48.467° ჩ. გ. 6.917° ა. გ. / 48.467; 6.917
მდებარეობა დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 387 
ფართობი 3.04 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 78 
პიერ-პერსეს ტბა — საფრანგეთი
პიერ-პერსეს ტბა

პიერ-პერსეს ტბა (ფრანგ. Lac de Pierre-Percée) — ხელოვნური ტბა საფრანგეთში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ლოთარინგიაში, ზღვის დონიდან 387 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 3.04 კმ². მაქსიმალური სიღრმე 78 მ. ნაპირები ტყითაა შემოსილი. უმეტესად ხარობს ნაძვი და ფიჭვი. ტურისტების პოპულარული ადგილია. განვითარებულია წყლის სპორტის სახეობები. ძირითადი ჯებირი აშენდა 1981-1985 წლებს შორის. ექსპლუატაციაში გადაეცა 1993 წელს. მდიდარია თევზით. მიმდინარეობს თევზჭერა. მოიპოვება ქარიყლაპია, ნაფოტა, ლოქორია, კობრი. განსაკუთრებით აღსანიშნავია სიგი, რომელიც აქ დიდ სიღრმეებზე მრავლდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]