პიენინის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიენინის ეროვნული პარკი
Pieninský národný park
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა პრეშოვის მხარე - ჩრდილოეთი სლოვაკეთი
ფართობი 3 800 ჰა (38 კმ2)
დაარსდა 1967 წ.

პიენინის ეროვნული პარკი (სლოვაკ. Pieninský národný park; აბრ. PIENAP) — ეროვნული პარკი სლოვაკეთში. მდებარეობს აღმოსავლეთ პიენინის მთებში, პოლონეთის საზღვართან და წარმოადგენს ყველაზე პატარა ეროვნულ პარკს სლოვაკეთის ცხრა ეროვნული პარკიდან. მისი ტერიტორია შეადგენს დაახლოებით 38 კმ2-ს, ბუფერული არეალი კი 224.44 კმ2-ს მოიცავს.

პარკი მდებარეობს პრეშოვის მხარეში. პიენინის ეროვნული პარკი დაარსდა 1967 წლის 16 იანვარს, ხოლო მისი საზღვრები დადგინდა 1997 წელს. პარკი ცნობილია თავისი ბუნების სილამაზითა და ტრადიციული არქიტექტურით. პარკში მდებარეობს სლოვაკეთის ეროვნული კულტურის მუზეუმი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]