პიანისტი (მემუარები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პიანისიტი (პოლ. Śmierć miasta) — ვარშაველი ებრაელის, პოლონელი მუსიკოსისა და კომპოზიტორის ვლადისლავ შპილმანის მოგონებების წიგნი. დღიური მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე 1946 წელს დაიწერა[1]. სოციალისტურ პოლონეთში ის საბჭოთა ცენზურამ აკრძალა და ხელახლა მხოლოდ 1997 წელს გამოიცა.[2] დღიურის მიხედვით რომან პოლანსკიმ გადაიღო ფილმი პიანისტი, რომელმაც სამი ოსკარი დაიმსახურა. მოგონებების ავტორი მოღვაწეობდა პოლონეთის რადიოში.

ჩანაწერებში აღწერილია ომის პირველი დღეები, ვარშავის დაცვა, საკუთარი ოჯახისა და ირგვლივ მყოფი ხალხის ყოფა-ცხოვრება[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მარიამ ფილინა, პიანისტის ბედი, ლიტერატურა და სხვა , ნოემბერი, 2004, გვ. 39
  2. მარიამ ფილინა, პიანისტის ბედი, „ლიტერატურა და სხვა“ , ნოემბერი, 2004, გვ. 40
  3. მარიამ ფილინა — პიანისტის ბედი ლიტერატურა და სხვა , ნოემბერი, 2004, გვ. 40