პეჩის საპატრიარქო მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოსოვოს შუა საუკუნეების მონუმენტები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა სერბეთის დროშა სერბეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 42°39′40″ ჩ. გ. 20°15′56″ ა. გ. / 42.66111° ჩ. გ. 20.26556° ა. გ. / 42.66111; 20.26556
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2004  (28-ე სესია)
ნომერი 724
გაფართოება 2006 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 724
ინგლ.რუს.ფრ.

პეჩის საპატრიარქო მონასტერი (სერბ. Пећка патријаршија) — სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტერი ქალაქ პეჩის სიახლოვეს. კომპლექსი წარმოადგენს სერბეთის არქიეპისკობოსებისა და პატრიატქების მავზოლეუმს.

1990 წელს, მონასტერი გაფორმდა როგორც განსაკუთრებული კულტურული მნიშვნელობის მონუმენტი, რომელსაც სერბეთის სახელმწიფო იცავს. 2006 წელს კი ის იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

მონასტრის დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოა, რომ წმინდა სავას სიცოცხლეში (გ. 1235) ეს ტერიტორია ჯიჩის მონასტრის შემადგენლობაში შედიოდა.

მოგვიანებით, არქიეპისკოპოსმა არსენი I–მა (გ. 1266) ააშენა თორმეტი მოციქულის ეკლესია, რადგან მას სურდა, რომ სერბეთის ეკლესიის მეთაურის რეზიდენცია უფრო უსაფრთხო ადგილას და ამავე დროს ქვეყნის ცენტრში ყოფილიყო. სულ მალე, 1250 წელს მან ეკლესიის დეკორირება ბრძანა. 1320 წელს, არქიეპისკოპოსმა ნიკოდიმ I–მა ეკლესიის ჩრდილოეთით სხვა, წმინდა დიმიტრის ეკლესია ააშენა. ათი წლის შემდეგ, 1330 წელს, არქიეპისკოპოსმა დანილო II–მ თავდაპირველი – ღვთისმშობლის ოდიგიტრიის ეკლესიის სამხრეთით, მესამე, წმინდა ნიკოლოზის პატარა ეკლესია ააშენა. 1345 წელს, არქიეპისკოპოს იოანაკიეს II–მ წმინდა დიმიტრის ეკლესია ფრესკებით შეამკობინა.

იმპერატორმა დუშან ძლიერმა (1331-1355) პეჩის არქისაეპისკოპოსოს საპატრიარქო სტატუსი მიანიჭა.


XIV საუკუნეში, თორმეტი მოციქულის ეკლესიაა მცირედით გადააკეთეს, ოდნავ მოგვიანებით კი ფრესკებით შეამკეს. XII-XV საუკუნეებშ და XVII საუკუნეში, სერბეთის პატრიარქები და პეჩის არქიეპისკოპოსები პეჩის მონასტრის ეკლესიებში იკრძალებოდნენ.

2006 წელს, სამონასტრო კომპლექსს რესტავრაცია ჩაუტარდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]