Pet Shop Boys

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან პეტ შოპ ბოიზი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Pet Shop Boys
Pet shop boys boston concert.jpg
კრის ლოუ და ნილ ტენანტი
ბიოგრაფია
წარმოშობა ლონდონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი პოპ-მუსიკა
სინთპოპი
ჰაუს მუსიკა
ელექტროპოპი
აქტიური 1981–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Parlophone
(ბრიტანეთი, 1985–დღემდე)
EMI (აშშ, 1985–1995)
Atlantic (აშშ, 1996–1998)
Sire (აშშ, 1999–2001)
Sanctuary (აშშ, 2002–2003)
Rhino (აშშ, 2004–2008)
Astralwerks (აშშ, 2009–დღემდე)
საიტი ოფიციალური საიტი
წევრები ნილ ტენანტი
კრის ლოუ

Pet Shop Boys (ქართ. ბიჭები ზოომაღაზიიდან) — ინგლისური სინთპოპ დუეტი, რომლის წევრებიც არიან ნილ ტენანტი და კრის ლოუ. დუეტი თავად არის საკუთარი სიმღერების უმრავლესობის ავტორი, მაგრამ ამასთან, წერს სიმღერებს სხვა შემსრულებლებისათვის.

მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა Pet Shop Boys-ის ალბომების 100 მილიონზე მეტი ასლი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1981-1985[რედაქტირება]

ნილ ტენანტმა და კრის ლოუმ ერთმანეთი ლონდონის ერთ-ერთ მუსიკალურ მაღაზიაში გაიცნეს, სადაც ტენანტი არკვევდა, თუ როგორ უნდა მიეერთებინა თავისი სინთეზატორი შინაურ აუდიოსისტემაზე. ლოუმ მას ტელეფონი გამოართვა და სამი კვირის შემდეგ შეხვდა, რათა დახმარებოდა ამ პრობლემის გადაჭრაში. მათ აღმოაჩინეს, რომ საცეკვაო მუსიკისადმი საერთო ინტერესები ამოძრავებდა და მუსიკალური დუეტის ჩამოყალიბება სცადეს. ლოუ მუშაობდა არქიტექტურულ ფირმაში, ხოლო ტენანტი - მუსიკალურ ჟურნალისტად.

შეხვედრიდან პირველი რამდენიმე კვირა დაეთმო მუსიკის დაწერა. ერთ-ერთი პირველი კომპოზიცია იყო Jealousy, რომელიც მხოლოდ 1990 წელს იქნა დასრულებული. პირველი ეტაპზე გადაწყდა, რომ დუეტი შეასრულებდა ელექტრონულ მუსიკას, რომელიც იტალო-დისკოსა და ელექტროს დაეფუძნებოდა. ტექნოლოგიური ზეგავლენა მათზე მოახდინეს ჯორჯიო მოროდერმა, Kraftwerk-მა, ბობი ორლანდომ, New Order-მა და ნიუ-იორკის საკლუბო მუსიკის კულტურამ, რომელიც ჯგუფის სახელწოდებად იქცა. თუმცა, თავდაპირველად მათ ერქვათ West End - ისევე, როგორც ლონდონის ცნობილ რაიონს.

მნიშვნელოვანი წარმატება ჯგუფს 1983 წელს ეწვია, როდესაც ტენანტი, ჟურნალის Smash Hits რედაქტორი, კორესპონდენტის სახით ნიუ-იორკში, ჯგუფის The Police კონცერტების გასაშუქებლად ჩავიდა. ამ მგზავრობისას ის შეხვდა პროდიუსერ ბობი ორლანდოს, რომელიც დათანხმდა, ჩაეწერა ახალგაზრდა ჯგუფი. 1984-1985 წლებში გამოვიდა Pet Shop Boys-ის პირველი სინგლები, ჩაწერილი ნიუ-იორკში ორლანდოს დახმარებით - West End Girls, One More Chance და Opportunities. თუმცა მათ დიდი წარმატება არ ჰქონიათ და კონტრაქტი ორლანდოს გაუქმებული იქნა. მის მაგივრად სტუდიაში შევიდა სტივენ ჰეიგი. 1985 წლის ზაფხულში შედგა West End Girls-ის ახალი ხმისჩამწერი სესიები. სინგლი გამოვიდა ლეიბლზე Parlophone Records.

1985-1989[რედაქტირება]

არჩეული პროდიუსერის დახმარებით სინგლმა, რომელიც იმავე წლის ნოემბერში გამოვიდა, დიდი წარმატება მოიპოვა - პირველი ადგილის სახით არა მხოლოდ აშშ-სა და ბრიტანეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. 1987 წელს მან რამდენიმე ჯილდოც მოიპოვა. ამას მოჰყვა სინგლი Love Comes Quickly და განახლებული ჩანაწერები Opportunities და Suburbia. 1986 წელს გამოვიდა ჯგუფის სადებიუტო დისკი Please, რომელმაც ბრიტანეთისა და აშშ-ს ჩარტების მაღალი სტრიქონები დაიკავა. ნაწილობრივ ალბომის ასლად იქცა რემიქსების კრებული Disco. აღსანიშნავია, რომ Pet Shop Boys თავისი ისტორიის მანძილზე მუდმივად წერდა რემიქსებს და პოპულარული იყო სხვა დიჯეებს შორის.

1987 წელს ალბომის Actually გამოჩენას არანაკლები წარმატება მოჰყვა. ალბომში შეტანილია ჰიტური სინგლები It's A Sin, Rent, Heart (თავდაპირველად დაწერილი მადონასთვის) და What Have I Done To Deserve This?, დუეტი დასტი სპრინგფილდთან. შემდეგი ალბომი, Introspective რემიქსების კრებულის სახეს ატარებდა, თუმცა ყველა სიმღერა იყო ახალი, გარდა ორისა. ესენია Always On My Mind, ელვის პრესლის სიმღერის ქავერ ვერსია და I Want A Dog. ეს პერიოდი აღსანიშნავია თეატრალურ-კოსტიუმირებული ვიდეოკლიპებით, რომელთა კულმინაციად იქცა საკონცერტო ფილმი It Couldn’t Happen Here. 29 ივნისს ჯგუფმა დაიწყო პირველი საკონცერტო ტურნე. თუკი მანამდე მათი გამოსვლები ატარებდნენ ფონოგრამის თანხლებით სტატიკური კონცერტების სახეს, იქცნენ თეატრალიზებულ სანახაობებად.

სულ 1987-1989 წლებში გამოვიდა ჯგუფის შვიდი სინგლი. აქედან სამი მოხვდა ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების ჩარტების #1 ადგილზე. 1996 წელს ტენანტმა ამ პერიოდს უწოდა „Pet Shop Boys-ის იმპერია“.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Pet Shop Boys-ის დისკოგრაფია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]


მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Pet_Shop_Boys&oldid=2773993“-დან