პეტრუშკა (პერსონაჟი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პეტრუშკა

პეტრუშკა (რუს. Петрушка) — რუსული ხალხური თოჯინების თეატრის პოპულარული გმირი. მოწყობილობის მიხედვით თითებზე ჩამოსაცმელი, შირმის ზემოთ სატარებელი თოჯინის სახეობა. აქვს გრძელი, მოკაუჭებული ცხვირი, მოცინარი სახე, ზოგჯერ ორი კუზი. აცვია წითელი პერანგი, ახურავს ფოჩიანი ჩაჩი. პირველად აღწერა ადამ ოლეარიუსმა (1636). კომედიები პეტრუშკას მონაწილეობით იმართებოდა ბაზრობაზე, ქალაქის მოედნებსა და ეზოებში. პეტრუშკა მონაწილეობდა სკომოროხების რეპერტუარში. დასი შედგებოდა 2 მსახიობისაგან — ერთი უკრავდა არღანზე და მონაწილეობდა დიალოგში, მეორე კი თოჯინებს ათამაშებდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]