პეტრე მეუდაბნოე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პეტრე მეუდაბნოე, პეტრე ამიენელი - ფრანგი ასკეტი ბერი, რომელსაც მიეწერება პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ორგანიზება. დაიბადა დაახლოებით 1050 ელს ამიენში. თავდაპირველად იყო სამხედრო მოღვაწე, მაგრამ შემდეგ მიატოვა საერო ცხოვრება და ბერად აღიკვეცა. ამ პერიოდში ქრისტიანულ სამყარო შეპყრობილი იყო ჯვაროსნული ლაშქრობის იდეებით.

იერუსალიმში ყოფნის დროს საკუთარი თვალით იხილა ქრისტიანტა დამცირება და გაუსაძლისი ყოფა. უკან დაბრუნებისას იურუსალიმის პატრიარქმა მას რომის პაპთან წერილი გაატანა, რომელშიც პატრიარქი პაპს და ევროპის მონარქებს შველას თხოვდა. პაპმა დახმარება აღუთქვა. პაპისაგან დაიმედებულმა მეუდაბნოემ მთელი საფრანგეთი საბრძოლო მოწოდებებით შემოიარა.

ჯვაროსნების მიერ იერუსალიმის აღების შედეგ დაბრუნდა სამშობლოში, ჩავიდა პიკარდიაში და იუიში 1099 წელს დააარსა ავგუსტინელთა მონასტერი, სადაც გარდაიცვალა 1115 წელს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]