პეტრე ატროელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პეტრე ატროელი - მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ძველი სტილით 13 სექტემბერი, ახალი სტილით – 26 სექტემბერი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღირსი პეტრე ატროელი აზიის ოლიმპოს მახლობლად, ქალაქ ატროაში მოსაგრეობდა. ნეტარი ყოველთვის რკინის ჯაჭვებს ატარებდა. ღირსმა პეტრემ სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა. ბოლოს, კონსტანტინოპოლელ პატრიარქ ტარასისა (784-806) და იმპერატორ ნიკიფორეს (802-811) დროს, წმინდანმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი III, თბილისი, 2001 წ.