პეტრე ანოხინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პეტრე კუზმას ძე ანოხინი (რუს. Пётр Кузьмич Анохин; დ. 1898. ცარიცინი, რუსეთი — გ. 5 მარტი, 1974. მოსკოვი, რუსეთი) — რუსი ფიზიოლოგი, აკადემიკოსი, ივანე პავლოვის მოწაფე, ორგანიზმის ფუნქციური სისტემის თეორიის შემქმნელი. ფუნქციური სისტემის თეორიის მეშვეობით შეიმუშავა ტვინის მუშაობის უნივერსალური მოდელი, განავითარა ორგანიზმის ფუნქციის თვითრეგულაციის იდეა. მოსკოვის ფიზიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინტიტუტს მიანიჭეს მისი სახელი.