პეტერბურგის მეტროპოლიტენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პეტერბურგის მეტროპოლიტენი
Spb metro logo.svg
ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ქალაქი Flag of St Petersburg (Russia).png სანქტ-პეტერბურგი
გახსნის თარიღი 15 ნოემბერი 1955 წ.
ხაზის სიგრძე 109,8 კმ.
სადგურთა რაოდენობა 63
ხაზთა რაოდენობა 5
მგზავრები დღეში 2,02 მლნ.
მგზავრები წელიწადში 829,8 მლნ.
ხაზების სქემა
Saint Petersburg metro map ENG.png

პეტერბურგის მეტროპოლიტენი (რუს. Петербу́ргский метрополите́ ; 1992 წლამდე ლენინგრადისა (Ленинградский) ეწოდებოდა) — ჩქაროსნული მიწისქვეშა სატრანსპორტო სისტემა სანქტ-პეტერბურგში. გაიხსნა 1955 წლის 15 ნოემბერს და სსრკ-ში რიგით მეორე მეტროპოლიტენი გახდა მოსკოვის მეტროს შემდეგ.

დღეისათვის მეტროს 5 ხაზი მუშაობს 63 სადგურით, მათ შორის 7 სადგური გადასაჯდომია. ლიანდაგების სიგრძე 109,8 კმ-ს შეადგენს. სისტემაში 68 ვესტიბიულია, 223 ესკალატორი და 734 ტურნიკეტი. მეტროს ემსახურება 5 საექსპლუატაციო და ერთიც სარემონტო დეპო. მეტროთი დღეში 2,05 მლნ ადამიანი მგზავრობს, რაც მას, ზოგიერთი მონაცემებით, მეთერთმეტე ადგილზე აყენებს გადატვირთულობის მიხედვით.

სანქტ-პეტერბურგის მეტრო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა მეტროა სადგურების სიღრმეში განლაგებიდან გამომდინარე. სადგურების უმეტესობა მაღალ-მხატვრული არქიტეტქტურული სტილითაა შესრულებული, რაც ქალაქის ისტორიულ სახეს ჰარმონიულად ერწყმის.

ისტორია[რედაქტირება]

უკვე XIX საუკუნის დამლევს რუსეთის იმპერიის დედაქალაქში სერიოზულად განიხილებოდა მიწისქვეშა ტრანსპორტის შექმნის საკითხი. პეტერბურგის მეტროზე ხმაურიანი სტატიები ქვეყნდებოდა გაზეთებში, ცნობილი არქიტექტორები მეტროს პროექტების ავკარგიანობას განიხილავდნენ. არადა, იმხანად პეტერბურგში ელექტრო ტრამვაიც კი არ იყო. ქალაქის მთავრობის სურვილი, მეტრო საკუთარი კონტროლისთვის დაექვემდებარებინა, ერთ-ერთ მთავარ მიზეზად შეიძლება დასახელდეს რატომაც არ აშენდა იმდროს მეტროპოლიტენი. 1901 წელს ინჟინერმა ვ. პ. პეჩკოვსკიმ წინადადება წამოაყენა ყაზანის ტაძრის უბანში სადგური აეშენებინათ, რომლიდანაც გვირაბიან-ესტაკადებიანი გზით სხვადასხვა სადგურებთან მოხდებოდა დაკავშირება. იმავე წელს გ. ა. გირშსონმა მეტრპოლიტენის ნევის გამზირის ქვეშ გაყვანის იდეა წამოაყენა. შეიძლება ითქვას, რომ ყველა რევოლუციამდელი პროექტის მიხედვით, პეტერბურგის მეტროს ხაზები ესტაკადებზე უნდა გასულიყო ქალაქის თავისებურებიდან გამომდინარე, რადგან, იმჟამად ღრმა გვირაბების სათხრელად არც ტექნიკური და არც ფულადი სახსრები არ გამოიძებნა.

დაპროექტება[რედაქტირება]

მიწისქვეშა ტრანსპორტის დაპროექტების საკითხი ხელახლა 1938 წელს დაისვა ლენინგრადის საქალაქო კომიტეტის აღმასკომის თავმჯდომარის ა. ნ. კოსიგინის მიერ.

თავდაპირველი სამუშაოების წარმოება მოსკოვის მეტროგიპროტრანსის ინსტისტუტის მიერ ხორციელდებოდა. 1941 წელს „მშენებლობის დირექციაც“ ჩამოყალიბდა.

ომის დროს, სახსრების უკმარისობის გამო, მუშაობა შეწყდა. მეტრომშენელებს ომის დროს აყლაშემორტყმულ ქალაქში ჩიხების, სათავსოების, რკინიგზის განშტოებების და საპორტო ნაგებობების შენება უწევდათ.

1946 წელს იქმნება „ლენმეტროპროექტი“. ტრასის ახალ ვარიანტში სპეციალისტები ორ ახალ გადაწყვეტას პოულობენ:

სადგურების აღჭურვა „ბორცვებზე“ (გადარბენი სადგურებს ქვემოთ);

გვირაბების დიამეტრის შემცირება 6 მეტრიდან (მოსკოვის სტანდარტი) 5,5 მეტრამდე.

1947 წლის 3 სექტემბერს ლენინგრადის მეტროპოლიტენის მშენებლობა განახლდა.

1955 წლის 7 ოქტომბერს ხელი მოეწერა ლენინგრადის მეტროპოლიტენის პირველი წყების ექსპლუატაციაში გაშვებას. საზეიმო გახსნა იმავე წლის 15 ნოემბერს შედგა. საერთო ჯამში სამთავრობო ჯილდოებით მეტროს პირველი წყების მშენებლობის 1023 მონაწილე დაჯილდოვდა.

პირველი გაგრძელება 1958 წელს დაიწყო, როდესაც პირველი ხაზი ნევის ქვეშ გავიდა ფინეთის სადგურის მიმართულებით. მომდევნო სამუშაოები უკვე 1970-იან წლებში იწყება და მთელი დეკადა გრძელდება.

მეორე ხაზის მშენებლობა მეტროს გახსნის წელსვე დაიწყო და 1960 წელს ქალაქის სამხრეთში, მოსკოვის გამზირზე გაიხსნა კიდეც პირველი სადგურები. 1963 წელს კი ხაზის დაგრძელება მოხდა უკვე ჩრდილოეთის მხარეს. ჩრდილოეთის მიმართულებით მომდევნო დაგრძელება 1970-იან, 1980-იან წლებსა და 2006 წელს ხდება და სადგური „პარნასი“ ასრულებს ჩრდილოეთით მეორე ხაზის განვითარებას.

მესამე ხაზი 1967 წელს გაიხსნა და უკვე 1980-იანი წლებისთვის ნევის მარცხენა მხარეს მდებარე მსხვილი სამრეწველო და საცხოვრებელი უბნები ქალაქის ცენტრს დაუკავშირა.

მეოთხე, მარჯვენა მხარეს მდებარე ხაზი 1985 წელს გაიხსნა ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთის საძილე უბნებში. ცენტრში კი ხაზი 1991 წელს გავიდა. სსრკ-ის დანგრევის დროს ლენინგრადის მეტრო სულ 54 სადგურსა და 94,2 კმ სიგრძის ხაზებს მოითვლიდა.

1994 წლისთვის იგეგმებოდა მეტროსადგურთა ხაზებისა და სადგურების გაორმაგება, თუმცა, მხოლოდ 6 სადგური გაიხსნა. მეტროს მშენებლობისთვის სპონსორობის მექანიზმების გამოყენება გახდა საჭირო.

1995 წლიდან 2004 წლამდე კიროვსკო-ვიბორგსკის ხაზზე სადგურ „ლესნაიასა“ და სადგურ „პლოშად მუჟესტვას“ შორის მოძრაობა შეწყვეტილი იყო მცურავი ქვიშის გამო მომხდარი ავარიის შემდეგ.

ხაზები[რედაქტირება]

# სახელწოდება გახნის წელი ბოლო სადგურის გახნის წელი სიგრძე, კმ სადგურების რაოდენობა მგზავრობის დრო
 1  კიროვსკო-ვიბორგსკაია 1955 1978 29,6 19 44 წთ
 2  მოსკოვსკო-პეტროგრადსკაია 1961 2006 30,1 18 47 წთ
 3  ნევსკო-ვასილეოსტროვსკაია 1967 1984 22,5 10 33 წთ
 4  პრავობერეჟნაია 1985 2009 11,2 8 18 წთ
 5  ფრუნზენსკო-პრიმორსკაია 2008 2008 16,8 8 26 წთ
სულ: 109,8 63

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ფოტოგალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: