პეტარ ბრზიცა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პეტარ ბრზიცა (დ. 1917) — ხორვატი ფაშისტი და სამხედრო დამნაშავე მეორე მსოფლიო ომში. ჰქონდა ლეიტენანტის წოდება და ირიცხებოდა კათოლიკურ ორგანიზაცია „კრიჟარში“.მუშაობდა იასენოვაცის სიკვდილის ბანაკში მცველად.გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით და დაუნდობლობით სერბების მიმართ, რის გამოც უწოდეს „სერბებისხოცვის მეფე“. ცნობილია რომ უსტაშების მიერ იასენოვაცის ბანაკში ჩატარებულ შეჯიბრში გაიმარჯვა ბრზიცამ, დახოცა რა სპეციალური სერბების სახოცი დანით ერთ ღამეში 1360 სერბი.ჩადენილი საქციელისთვის მან საჩუქრად მიიღო ოქროს საათი, ვერცხლის სერვისი, შემწვარი გოჭი და ღვინო. ბრზიცა არასოდეს გასამართლებულა ჩადენილი დანაშაულების გამო.