პერუს პრეზიდენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პერუს პრეზიდენტების სია)
პერუ

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
პერუს
პოლიტიკა და მთავრობა



სხვა ქვეყნები · ატლასი
 პოლიტიკის პორტალი

პერუს პრეზიდენტი (ესპ. Presidente del Perú) — სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობა პერუში, ქვეყნის მეთაური. პერუს კონსტიტუციის მიხედვით იგი წარმოადგენს ქვეყანას საშინაო და საგარეო ურთიერთობებში. არის შეიარაღებული და პოლიციური ძალების მთავარსარდალი. 1993 წლის კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტს ირჩევენ საყოველთაო, პირდაპირი და ფარული არჩევნების გზით 5 წლის ვადით. ინაუგურაცია ხდება 28 ივლისს, რომელიც წარმოადგენს ეროვნულ დღესასწაულს და არის დასვენების დღე.

პერუს პრეზიდენტების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამოუკიდებელი რესპუბლიკური პერუს 180 წლიანი ისტორიის განმავლობაში ქვეყნის მმართველის პოსტი ეკავა სხვადასხვა ტიტულის მქონე ლიდერებს. დასავლურ ისტორიოგრაფიაში მიღებულია ყველა რესპუბლიკური მმართველის პრეზიდენტად წოდება, იმის მიუხედავად, რომ ზოგი მათგანი სხვა ტიტულს ატარებდა (მაგალითად, უმაღლესი კანონმდებელი, ან უმაღლესი მმართველი). გარკვეულ პერიოდებში პერუს პრეზიდენტი ერთდროულად რამდენიმე პიროვნება იყო - ძირითადად ეს ხდებოდა პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდებში. ქვემოთ წარმოდგენილია იმ პირთა სია, რომლების ამა თუ იმ პერიოდში ახორციელებდნენ პერუს მართვას.


პორტრეტი პრეზიდენტი ინაუგურაცია უფლებამოსილების
დასასრული
ხელისუფლებაში
მოსვლის მეთოდი
ტიტული
1 ხოსე სან-მარტინი 28 ივლისი 1821 20 სექტემბერი 1822 არაპირდაპირი არჩევნები პროტექტორი
2 ფრანსისკო ხავიერ დე ლუნა პისარო 20 სექტემბერი 1822 22 სექტემბერი 1822 არაპირდაპირი არჩევნები დროებითი
3 ხოსე დე ლა-მარი 22 სექტემბერი1822 27 თებერვალი 1823 აირჩია კონგრესმა სამთავრობო ხუნტის პრეზიდენტი
4 ხოსე ბერნანდო დე ტაგლე 27 თებერვალი 1823 28 თებერვალი 1823 დროებითი
5 ხოსე დე ლა-რივა აგუერო 28 თებერვალი 1823 23 ივნისი 1823 აირჩია კონგრესმა
6 ანტონიო ხოსე სუკრე 23 ივნისი 1823 17 ივლისი 1823 აირჩია კონგრესმა
7 ხოსე ბერნანდო დე ტაგლე 17 ივლისი 1823 17 თებერვალი 1824 აირჩია კონგრესმა უმაღლესი დელეგატი
8 სიმონ ბოლივარი 17 თებერვალი 1824 28 იანვარი 1827 აირჩია კონგრესმა პერუს განმათავისუფლებელი
9 ანდრეს დე სანტა-კრუსი 28 იანვარი 1827 9 ივნისი 1827 აირჩია კონგრესმა დროებითი პრეზიდენტი
10 მანუელ სალაზარ ი ბაკიხანო 9 ივნისი 1827 22 აგვისტო 1827 აირჩია კონგრესმა დროებითი პრეზიდენტი
11 ხოსე დე ლა-მარი 22 აგვისტო 1827 7 ივნისი 1829 პირდაპირი არჩევნები
12 ანტონიო გუტიერეს დე ლა ფუენტე 7 ივნისი 1829 1 სექტემბერი1829 სახელმწიფო გადატრიალება
13 აგუსტინ გამარა 1 ოქტომბერი 1829 20 დეკემბერი 1833 აირჩია კონგრესმა
14 ფრანსისკო ხავიერ დე ლუნა პისარო 20 დეკემბერი 1833 21 დეკემბერი 1833 აირჩია კონგრესმა მოვალეობის დროებითი შემსრულებელი
15 ლუის ხოსე დე ორბეგოსო 21 დეკემბერი 1833 11 აგვისტო 1836 აირჩია კონგრესმა
16 პედრო პაბლო ბერმუდესი [1] 4 იანვარი 1833 24 აპრილი1834 სახელმწიფო გადატრიალება დროებითი უმაღლესი მმართველი
17 ფილიპე სანტიაგო სალავერი[2] 23 თებერვალი 1835 7 თებერვალი 1836 სახელმწიფო გადატრიალება უმაღლესი კანონმდებელი
18 ანდრეს დე სანტა-კრუსი[3] 11 აგვისტო 1836 25 აგვისტო 1838 პერუსა და ბოლივიის კონფედერაციის პროტექტორი
19 აგუსტინ გამარა 25 აგვისტო 1838 18 ნოემბერი 1841 აირჩია კონგრესმა
20 მანუელ მენენდესი 18 ნოემბერი 1841 16 აგვისტო 1842 მოვალეობის დროებითი შემსრულებელი დროებითი პრეზიდენტი
21 ხუან კრისოსტომო ტორიკო გონსალესი 16 აგვისტო 1842 17 ოქტომბერი 1842 სახელმწიფო გადატრიალება
22 ფრანსისკო ვიდალი 17 ოქტომბერი 1842 15 მარტი 1843 სახელმწიფო გადატრიალება
23 ხუსტო ფიგეროლა 15 მარტი 1843 20 მარტი 1843 სახელმწიფო გადატრიალება
24 მანუელ იგნასიო დე ვივანკო 20 მარტი 1843 17 ივნისი 1844 თვითგამოცხადებული პრეზიდენტი
25 დომინგო ნიეტო 20 მარტი 1843 17 თებერვალი 1844 თვითგამოცხადებული პრეზიდენტი
26 რამონ კასტილია 17 თებერვალი 1844 10 მარტი 1844
27 დომინგო ელიასი 17 ივნისი 1844 10 აგვისტო 1844 თვითგამოცხადებული პრეზიდენტი
28 მანუელ მენენდესი 10 აგვისტო 1844 11 აგვისტო 1844 მოვალეობის დროებითი შემსრულებელი დროებითი პრეზიდენტი
29 ხუსტო ფიგეროლა 11 აგვისტო 1844 7 ოქტომბერი 1844 სახელმწიფო გადატრიალება
30 მანუელ მენენდესი 7 ოქტომბერი 1844 20 აპრილი 1845 მოვალეობის დროებითი შემსრულებელი სამთავრობო საბჭოს პრეზიდენტი
31 რამონ კასტილია 20 აპრილი 1845 20 აპრილი 1851 პირდაპირი არჩევნები
32 ხოსე რუფინო ეჩენიკე 20 აპრილი 1851 5 იანვარი 1855 პირდაპირი არჩევნები
33 რამონ კასტილია 5 იანვარი 1855 24 ოქტომბერი 1862 სახელმწიფო გადატრიალება
პირდაპირი არჩევნები
34 მიგელ დე სან-რომანი 24 ოქტომბერი1862 3 აპრილი 1863 პირდაპირი არჩევნები
35 რამონ კასტილია 3 აპრილი 1863 9 აპრილი 1863 რევოლუცია თვითგამოცხადებული პრეზიდენტი
36 პედრო დიეს კანსეკო 3 აპრილი 1863 5 აგვისტო 1863 მოვალეობის დროებითი შემსრულებელი მეორე ვიცე-პრეზიდენტი
37 ხუან ანტონიო პესეტი 5 აგვისტო 1863 25 აპრილი 1865 პირველი ვიცე-პრეზიდენტი
38 მარიანო იგნასიო პრადო 25 აპრილი 1865 24 ივნისი 1865 სახელმწიფო გადატრიალება
39 ხუან ანტონიო პესეტი 24 ივნისი 1865 8 ნოემბერი 1865
40 პედრო დიეს კანსეკო 8 ნოემბერი 1865 28 ნოემბერი 1865 მოვალეობის დროებითი შემსრულებელი
41 მარიანო იგნასიო პრადო 28 ნოემბერი 1865 8 იანვარი 1868 პირდაპირი არჩევნები
42 პედრო დიეს კანსეკო 8 იანვარი 1868 2 აგვისტო 1868 მოვალეობის დროებითი შემსრულებელი
43 ხოსე ბალტა 2 აგვისტო 1868 22 ივლისი 1872 პირდაპირი არჩევნები
44 ტომას გუტიერესი 22 ივლისი 1872 26 ივლისი 1872 სახელმწიფო გადატრიალება ერის უზენაესი ლიდერი
45 ფრანსისკო დიეს კანსეკო 26 ივლისი 1872 27 ივლისი 1872 მოვალეობის დროებითი შემსრულებელი
46 მარიანო ერენსია სევალიოსი 27 ივლისი 1872 2 აგვისტო 1872 მოვალეობის დროებითი შემსრულებელი
47 მანუელ პარდო 2 აგვისტო 1872 2 აგვისტო 1876 პირდაპირი არჩევნები
48 მარიანო იგნასიო პრადო 2 აგვისტო 1876 23 დეკემბერი 1879 პირდაპირი არჩევნები
49 ნიკოლას დე პიეროლა 23 დეკემბერი 1879 28 ნოემებერი 1881 სახელმწიფო გადატრიალება სახელმწიფოს მთავარსარდალი
50 ფრანსისკო გარსია კალდერონი 12 მარტი 1881 28 სექტემბერი 1881 აირჩია კონგრესმა
ჩილეს ოკუპაცია
რესპუბლიკის დროებითი პრეზიდენტი
51 ლისარდო მონტერო ფლორესი 28 სექტემბერი 1881 6 ნოემბერი 1881 აირჩია კონგრესმა
ჩილეს ოკუპაცია
რესპუბლიკის დროებითი პრეზიდენტი
52 ანდრეს აველინო კასერესი 6 ნოემბერი 1881 25 დეკემბერი 1882 თვითგამოცხადებული
ჩილეს ოკუპაცია
53 მიგელ იგლესიასი 6 ნოემბერი 1881 25 დეკემბერი 1882 აირჩია კონგრესმა
ჩილეს ოკუპაცია
54 ანტონიო არენასი 3 დეკემბერი 1885 5 ივნისი 1886 მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ხუნტის პრეზიდენტი
55 ანდრეს აველინო კასერესი 5 ივნისი 1886 10 აგვისტო 1890 პირდაპირი არჩევნები კონსტიტუციური პრეზიდენტი
56 რემიხიო მორალეს ბერმუდესი 10 აგვისტო 1890 1 აპრილი 1894 პირდაპირი არჩევნები კონსტიტუციური პრეზიდენტი
57 ხუსტინიანო ბორგონიო 1 აპრილი 1894 10 აგვისტო 1894 მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ხუნტის პრეზიდენტი
58 ანდრეს აველინო კასერესი 10 აგვისტო 1894 20 მარტი 1895 პირდაპირი არჩევნები კონსტიტუციური პრეზიდენტი
59 მანუელ კანდამო 20 მარტი 1895 8 სექტემბერი 1895 მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ხუნტის პრეზიდენტი
60 ნიკოლას დე პიეროლა 8 სექტემბერი 1895 8 სექტემბერი 1899 პირდაპირი არჩევნები კონსტიტუციური პრეზიდენტი
61 ედუარდო ლოპეს დე რომანია 8 სექტემბერი 1899 8 სექტემბერი 1903 პირდაპირი არჩევნები კონსტიტუციური პრეზიდენტი
62 მანუელ კანდამო 8 სექტემბერი 1903 7 მაისი 1904 პირდაპირი არჩევნები კონსტიტუციური პრეზიდენტი
63 სერაფიო კალდერონი 7 მაისი 1904 24 სექტემბერი 1904 მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ხუნტის პრეზიდენტი
64 ხოსე პარდო ი ბარედა 24 სექტემბერი 1904 24 სექტემბერი 1908 პირდაპირი არჩევნები კონსტიტუციური პრეზიდენტი
65 აუგუსტო ლეგია 24 სექტემბერი 1908 24 სექტემბერი 1912 პირდაპირი არჩევნები კონსტიტუციური პრეზიდენტი
66 გილერმო ბილინგურსტი 24 სექტემბერი 1912 4 თებერვალი 1914 პირდაპირი არჩევნები კონსტიტუციური პრეზიდენტი
67 ოსკარ ბენავიდესი 4 თებერვალი 1914 18 აგვისტო 1915 სახელმწიფო გადატრიალება
68 ხოსე პარდო ი ბარედა 18 აგვისტო 1915 4 ივლისი 1919 პირდაპირი არჩევნები კონსტიტუციური პრეზიდენტი
69 აუგუსტო ლეგია 4 ივლისი 1919 25 აგვისტო 1930 პირდაპირი არჩევნები
სახელმწიფო გადატრიალება
კონსტიტუციური პრეზიდენტი
70 მანუელ მარია პონსე ბრუსეტი 25 აგვისტო 1930 27 აგვისტო 1930 მოვალეობის დროებითი შემსრულებელი
71 ლუის მიგელ სანჩეს სერო 27 აგვისტო 1930 1 მარტი 1931 სახელმწიფო გადატრიალება დროებითი სამთავრობო ხუნტის პირველი პრეზიდენტი
72 რიკარდო ლეონსიო ელიასი 1 მარტი 1931 5 მარტი 1931 სახელმწიფო გადატრიალება დროებითი სამთავრობო ხუნტის მეორე პრეზიდენტი
73 გუსტავო ხიმენესი 5 მარტი 1931 11 მარტი 1931 სახელმწიფო გადატრიალება დროებითი სამთავრობო ხუნტის მესამე პრეზიდენტი
74 დავიდ სამანეს ოკამპო 11 მარტი 1931 8 დეკემბერი 1931 მოვალეობის დროებითი შემსრულებელი სამხრეთის ხუნტის პრეზიდენტი
75 ლუის მიგელ სანჩეს სერო 8 დეკემბერი 1931 30 აპრილი 1933 პირდაპირი არჩევნები კონსტიტუციური პრეზიდენტი
76 ოსკარ ბენავიდესი 30 აპრილი 1933 8 დეკემბერი 1939 აირჩია კონგრესმა კონსტიტუციური პრეზიდენტი
77 მანუელ პრადო ი უგარტეჩე 8 დეკემბერი 1939 28 ივლისი1945 პირდაპირი არჩევნები კონსტიტუციური პრეზიდენტი
78 ხოსე ბუსტამანტე ი რივერო 28 ივლისი 1945 29 ოქტომბერი 1948 პირდაპირი არჩევნები კონსტიტუციური პრეზიდენტი
79 მანუელ ოდრია 29 ოქტომბერი 1948 1 ივნისი 1950 სახელმწიფო გადატრიალება
80 ზენონ ნორიეგა აგუერო 1 ივნისი 1950 28 ივლისი 1950 მოვალეობის დროებითი შემსრულებელი
81 მანუელ ოდრია 28 ივლისი 1950 28 ივლისი 1956 პირდაპირი არჩევნები კონსტიტუციური პრეზიდენტი
82 მანუელ პრადო ი უგარტეჩე 28 ივლისი 1956 18 ივლისი 1962 პირდაპირი არჩევნები კონსტიტუციური პრეზიდენტი
83 რიკარდო პერეს გოდოი 18 ივლისი 1962 3 მარტი 1963 სახელმწიფო გადატრიალება სამხედრო ხუნტის პირველი პრეზიდენტი
84 ნიკოლას ლინდლეი 3 მარტი 1963 28 ივლისი 1963 სახელმწიფო გადატრიალება სამხედრო ხუნტის მეორე პრეზიდენტი
85 ფერნანდო ბელაუნდე ტერი 28 ივლისი 1963 3 ოქტომბერი 1968 პირდაპირი არჩევნები კონსტიტუციური პრეზიდენტი
86 ხუან ველასკო ალვარადო 3 ოქტომბერი 1968 30 აგვისტო 1975 სახელმწიფო გადატრიალება რევოლუციური შეიარაღებული ძალების პირველი პრეზიდენტი
87 ფრანსისკო მორალეს ბერმუდესი 30 აგვისტო 1975 28 ივლისი 1980 სახელმწიფო გადატრიალება რევოლუციური შეიარაღებული ძალების მეორე პრეზიდენტი
88 ფერნანდო ბელაუნდე ტერი 28 ივლისი 1980 28 ივლისი 1985 პირდაპირი არჩევნები კონსტიტუციური პრეზიდენტი
89 ალან გარსია პერესი 28 ივლისი 1985 28 ივლისი 1990 პირდაპირი არჩევნები კონსტიტუციური პრეზიდენტი
90 ალბერტო ფუხიმორი 28 ივლისი 1990 22 ნოემბერი 2000 პირდაპირი არჩევნები
სახელმწიფო გადატრიალება
პრეზიდენტი
91 ვალენტინ პანიაგა 22 ნოემბერი 2000 28 ივლისი 2001 მოვალეობის დროებითი შემსრულებელი პრეზიდენტი
92 ალეხანდრო ტოლედო 28 ივლისი 2001 28 ივლისი 2006 პირდაპირი არჩევნები პრეზიდენტი
93 ალან გარსია პერესი 28 ივლისი 2006 28 ივლისი 2011 არჩევნები პრეზიდენტი
94 ოლიანტა უმალა 28 ივლისი 2011 28 ივლისი, 2016 არჩევნები პრეზიდენტი
95 პედრო კუჩინსკი 28 ივლისი 2016 21 მარტი, 2018 არჩევნები პრეზიდენტი
96 მარტინ ვისკარა 23 მარტი, 2018 9 ნოემბერი, 2020 კონსტიტუციური მემკვიდრეობა (1-ლი ვიცე-პრეზიდენტი) პრეზიდენტი
97 მანუელ მერინო 10 ნოემბერი, 2020 15 ნოემბერი, 2020 კონსტიტუციური მემკვიდრეობა (კონგრესის პრეზიდენტი) პრეზიდენტი
98 ფრანსისკო საგასტი 17 ნოემბერი, 2020 28 ივლისი 2021 კონსტიტუციური მემკვიდრეობა (კონგრესის პრეზიდენტი) პრეზიდენტი
99 პედრო კასტილო 28 ივლისი, 2021 7 დეკემბერი, 2022 არჩევნები პრეზიდენტი
100 დინა ბოლუარტე 7 დეკემბერი, 2022 დღემდე კონსტიტუციური მემკვიდრეობა (1-ლი ვიცე-პრეზიდენტი)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თვითგამოცხადებული პრეზიდენტი, ორბეგოსოს მთავრობის პარალელურად, არეკიპაში
  2. თვითგამოცხადებული პრეზიდენტი, ორბეგოსოს მთავრობის პარალელურად, პერუში
  3. პერუს და ბოლივიის რესპუბლიკები გაერთიანდა და ეწოდა პერუსა და ბოლივიის კონფედერაცია, რომლის პროტექტორიც გახდა ანდდრეს დე სანტა–კრუსი