პერუს ისტორია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პერუს ისტორია
Coat of Arms of Peru
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
ქრონოლოგია
ანტიკური ცივილიზაცია
ინკების იმპერია
ესპანელების მიერ დაპყრობა
ვიცე-სამეფო
გათავისუფლება
პერუ-ბოლივიის კონფედერაცია
გუანოს ერა
წყნაროკიანული ომი
ეკვადორ-პერუს ომი
პერუს სამოქალაქო ომი
ერი
ინკების იმპერიის ისტორია
ვიცე-სამეფოს ისტორია
პერუს რესპუბლიკის ისტორია
თემები
დემოგრაფია
ეკონომიკა

პერუს დროშა პერუს პორტალი
  •  •  

პერუს ისტორია რამდენიმე ათასწლეულს მოიცავს. პერუს ტერიტორიაზე არსებობდნენ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციები — ნორტე-ჩიკო და ინკების ცივილიზაცია. ესპანეთის იმპერიამ XVI ს. დაიპყრო ინკას იმპერია, დანიშნა მეფისნაცვალი და შეუერთა თავის სამხრეთამერიკულ სამფლობელოებს. პერუმ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1821 წელს, როდესაც დიდი ბრიტანეთის დახმარებით აიაკუჩოს ბრძოლაში დაამარხცა ესპანეთის მეფისნაცვალი.

კოლუმბამდელი ცივილიზაციები[რედაქტირება]

ნასკას ხაზები

პერუს ტერიტორიაზე უძველესი ცივილიზაციები განვითარდა დაახ. 6000 ძვ.წ. წყნარი ოკეანის სანაპირო რეგიონებში - ჩილკაში, პარაკასში და კალეხონ-დე-უალას მაღალმთიან რაიონში. შემდგომი 3 000 წლის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა მომთაბარე ცხოვრებიდან მიწათმოქმედებაზე გადავიდა, რაც დადასტურდა ხისკაირუმოკოს, კოტოშის და უაკა-პრიეტას არქეოლოგიური გათხრებისას. ამ პერიოდიდან ფართოდ ვრცელდება სიმინდისა და ბამბის კულტურები. მოსახლეობამ დაიწყო ცხოველების - მათ შორის ალპაკას და ზღვის გოჭის მოშინაურება. გავრცელდა ქსოვილების და თიხის ჭურჭლის წარმოებაც.

დაახ. 3000 ძვ. წ. ვითარდება მონათესავე ნორტე-ჩიკოს ცივილიზაცია, ხოლო 900 ძვ.წ. - ჩავინის კულტურა. ამ ცივილიზაციებს უკავშირდება უძველესი მონუმენტური ტაძრების მშენებლობა სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე.

პერუს სამხრეთ სანაპიროზე დაახ. 300 ძვ. წ. აღმოცენდა პარაკასის კულტურა. ადგილობრივმა მოსახლეობამ ამ პერიოდიდან დაიწყო ვიკუნიას ბეწვის ქსოვილს ფართო გამოყენება.

მოჩეს და ნასკას კულტურების აყვავების ხანა იყო 100 ძვ.წ. - 700 ახ. წწ. მოჩეს კულტურის დროს მნიშვნელოვნად დაიხვეწა მეტალის დამუშავება და სამეთუნეო წარმოება. ნასკას კულტურა გამოირჩეოდა ქსოვილების განვითარებული წარმოებით. განსაკუთრებით ცნობილია ნასკას ხაზები, რაც მსოფლიო მეცნიერებისთვის დღემდე გამოცანას წარმოადგენს.

სანაპირო კულტურები ელ ნინიოს წყალდიდობების და გვალვების შედეგად თანდათანობით დაკნინდა. შემდგომ პერიოდში ანდებში განვითარდა უარის და ტივანაკუს კულტურები, რომლებიც მოგვიანებით შეცვალა მძლავრმა ქალაქ-სახელმწიფოებმა ჩანკაიმ, სიპანმა და კახამარკამ. ამავე ტერიტორიაზე მოგვიანებით წარმოიშვა და განვითარდა ჩიმორის და ჩაჩაპოიას იმპერიები, სადაც მაღალ დონეზე განვითარდა მიწათმოქმედება, ოქრომჭედლობა, მეთუნეობა, მეტალურგია და ტექსტილური წარმოება. დაახ. 700 ახ.წ. განვითარდა სოციალური ორგანიზების სისტემა, რამაც დასაბამი მისცა ინკების ცივილიზაციას.

ინკას იმპერია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ინკების ცივილიზაცია.
მაჩუ პიკჩუ

ინკას იმპერია წარმოიშვა XIII ს. დასაწყისში. მის ადმინისტრაციულ, პოლიტიკურ და სამხედრო ცენტრს წარმოადგენდა კუსკო. ინკას იმპერიის გაფართოებას ეწინააღმდეგებოდა ანდების ზოგიერთი კულტურა, მათ შორის ჩაჩაპოია, მაგრამ XVI ს. იმპერიამ, დაპყრობითი ომებისა თუ მშვიდობიანი ასიმილაციის შედეგად შეძლო გააერთიანებინა მნიშვნელოვანი ტერიტორიები დასავლეთ სამხრეთ ამერიკაში (დღევანდელი ეკვადორი, პერუ, ბოლივია, ჩრდილოეთ-დასავლეთი არგენტინა, ჩრდილოეთ ჩილე და სამხრეთ კოლუმბია). ინკას იმპერია ოთხ ნაწილად იყოფოდა: ჩინჩასუიო, ანტისუიო, კონტისუიო და კოლასუიო. იმპერიის ოფიციალური ენა იყო კუეჩუა. ყველა დაპყრობილ ტომს, სამეფოს და ქალაქს უფლება ეძლეოდათ შეენარჩუნებინათ თავიანთი ტრადიციული რელიგია და ცხოვრების სტილი იმ პირობით, თუ უპირატესად აღიარებდნენ ინკას კულტურას და რწმენას. იმპერიის უმნიშვნელოვანესი ღმერთი იყო ინტი - მზის ღმერთი, რომლის წარმომდაგენელი დედამიწაზე იყო ინკას იმპერატორი. იმპერიაში მნიშვნელოვნად იყო განვითარებული გზების სისტემა და შიკრიკთა სამსახური.

დღესდღეობით ინკას პერიოდის ქალაქებიდან ყველაზე კარგად შემონახულია მაჩუ-პიკჩუ, რომელსაც ასევე უწოდებენ ”ინკას დაკარგულ ქალაქს”. ქალაქი მდებარეობს კუსკოდან დაახ. 70 კმ.-ში 2 350 მ. სიმაღლეზე. დაკარგული ქალაქი აღმოაჩინა არქეოლოგმა ჰაირამ ბინგემმა 1911 წ. მაჩუ პიკჩუს გარდა პერუში შემორჩენილია უძველესი შენობები და არქიტექტურული კომპლექსები, მაგ. საკსაიუამანი, რომელიც ცნობილია თავისი ზიგზაგური კედლებით და მასიური, კარგად ნაკვეთი ქვებით.

ინკას იმპერიის დაპყრობა ესპანელების მიერ[რედაქტირება]

ფრანსისკო პისარო.

1531 წ. ინკების ტერიტორიაზე პირველად გამოჩნდნენ ესპანელი დამპყრობლები. კონკისტადორ ფრანსისკო პისაროს ინტერესს წარმოადგენდა ზღაპრული სიმდიდრის სამეფოს დაპყრობა. ესპანელებმა ისარგებლეს ინკას იმპერიაში არსებული დაპირისპირებით და კახამარკის ბრძოლაში დაატყვევეს იმპერატორი ატაჰუალპა, რომელიც შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. პისარომ ფორმალურას სცნო ატაჰულპას უმცროსი ძმა ტუპაკ ჰუალპა ინკას მმართველად, მაგრამ სასტიკად ჩაახშო სახალხო აჯანყება. 1534 წ. ინკას დედაქალაქი კუსკო ესპანელებმა კოლონიალურ ცენტრად აქციეს. შემდგომ წლებში პისაროსა და კონკისტადორ დიეგო დე ალმაგროს შორის მოხდა შეიარაღებული დაპირისპირება. 1538 წ. ლას სალინას ბრძოლაში გაიმარჯვა პისარომ, მაგრამ იგი 1541 წ. მოკლეს ალმაგროს მომხრეებმა.

1535 წ. ესპანელებმა დააარსეს ლიმა, საიდანაც მართავდნენ კოლონიის ადმნისიტრაციულ და პოლიტიკურ ინსტიტუტებს. კონკისტადორთა თავნებობის აღსაკვეთად და წესრიგის დასამყარებლად 1544 წ. ესპანელებმა პერუში გამოგზავნეს პირველი მეფისნაცვალი ბლასკო ნუნეს ველა. 1546 წ. მეფისნაცვალი მოკლა ფრანსისკოს ძმამ გონსალო პისარომ. 1548 წ. პერუს მეორე მეფისნაცვალმა პედრო დე ლა გასკამ გონსალო პისარო შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა, რის შემდეგაც შესძლო კოლონიაში წესრიგის აღდგენა.

ესპანელების შემოსვლამდე ინკას ტერიტორიაზე ცხოვრობდა დაახ. 12 მილიონი ადამიანი. ესპანელების დაპყრობითი ომების პერიოდში, 45 წლის განმავლობაში მოსახლეობა შემცირდა 1 100 000 ადამიანამდე. მიუხედავად ასეთი მძიმე შედეგებისა, ფორმალურად, ინდიელთა გენოციდი არ გამოცხადებულა. მეცნიერთა ვარაუდით, ადგილობრიც მცხოვრებთა სიკვდილიანობაზე მნიშვლელოვნად იმოქმედა ევროპიდან შემოტანილმა სხვადასხვა დაავადებამ.

პერუს რესპუბლიკა[რედაქტირება]

სან მარტინის მონუმენტი ლიმაში

პერუს მოსახლეობის მცდელობამ დამოუკიდბლობისთვის მე-19 ს. დასაწყისში გამოიწვია შეიარაღებული დაპირისპირება. სამხედრო კამპანიას სათავეში ჩაუდგა გენერალი ხოსე სან-მარტინი, რომელსაც ემორჩილებოდა 4 200 ჯარისკაცი. 1821 წ. ქ. ლიმაში სან მარტინმა გამოაცხადა პერუს თავისუფლება. ესპანეთი არ შეურიგდა კოლონიის დაკარგვას და გააგრძელა სამხედრო კამპანია, რომელიც წარუმატებლად დამთავრდა. 1866 წ. ესპანეთის ფლოტი დაუპირისპირდა პერუს, ბოლივიის, ჩილეს და ეკვადორის გაერთიანებულ ფლოტს. კალაოს პორტის ბომბარდირების შემდეგ ესპანურმა ფლოტმა დატოვა სამხრეთ ამერიკის ტერიტორია, ხოლო 1879 წ. აღიარა პერუს დამოუკიდებლობა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]