პერსევსი (მაკედონია)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| პერსევსი | |
| Περσεύς | |
| მაკედონიის მეფე | |
| მმართ. დასაწყისი: | ძვ. წ. 179 |
|---|---|
| მმართ. დასასრული: | ძვ. წ. 168 |
| წინამორბედი: | ფილიპე V |
| დაბ. თარიღი: | ძვ. წ. 213 |
| გარდ. თარიღი: | ძვ. წ. 166 |
| მამა: | ფილიპე V |
პერსევსი (ბერძნ. Περσεύς; დ. დაახ. ძვ. წ. 179 – ძვ. წ. 166), მაკედონიის უკანასკნელი მეფე, ფილიპე V-ის ძე. შექმნა ანტირომაული კოალიცია ილირიელებთან, თრაკიელებთან, სელევკიდებსა და საბერძნეთის კუნძულებთან ერთად. ძვ. წ. 171 წელს დაიწყო ომი რომთან თავდაპირველად გაიმარჯვა თესალიაში და კუნძულ ევბეასთან, მაგრამ ძვ. წ. 168 წლის 22-23 ივნისს პიდნასთან (მაკედონია) დამარცხდა, ტყვედ ჩავარდა და პატიმრობაში (იტალიაში) გარდაიცვალა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 34, თბ., 1984 წელი.
|
პერსევსი (მაკედონია)
დაიბადა: ძვ. წ. 213 დაიღუპა: ძვ. წ. 166 |
||
| წინამორბედი: ფილიპე V |
მაკედონიის მეფე ძვ. წ. 179—ძვ. წ. 168 |
შემდეგი: — |
სტატიის